Baby Bag

,,თუ ამ კანონზომიერებას შევხედავთ, ჩვენს ქვეყანაში ნოემბრის ბოლოდან უკვე ახალი ტალღა დაიწყება“-ბიძინა კულუმბეგოვი

,,თუ  ამ კანონზომიერებას შევხედავთ, ჩვენს ქვეყანაში ნოემბრის ბოლოდან უკვე ახალი ტალღა დაიწყება“-ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მეხუთე ტალღაზე და ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა.

მეხუთე ტალღა, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, თავისი კანონზომიერებიდან გამომდინარეობს. პანდემიის დაწყებიდან წელიწად ნახევარზე მეტია გასული და ტენდენციას თუ დავაკვირდებით, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში არის ხოლმე აღმავალი ტალღები, შემდეგი სამი თვე სტაბულურობის პერიოდი და შემდეგ ისევ იწყება. თუ ამ კანონზომიერებას შევხედავთ, ჩვენს ქვეყანაში ნოემბრის ბოლოდან უკვე ახალი ტალღა დაიწყება“

მისი თქმით, ეს კანონზომიერება დაირღვა მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებლი არის მაღალი, ეს შემაკავებელი ფარი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს იცავს, შესაბამისად პანდემიის ამ ტიპის ტალღებზე და დამაზიანებელ მოქმედებაზე არ საუბრობენ.

„დელტა ვარიანტის შემთხვევაში, ტოტალური მოსახლეობის 45%-იც რომ აიცრას, ჩვენ მე-5 ტალღისგან თავს ვერ დავიცავთ“

„ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ინფექციის კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, ვაქცინაცია გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, რისი ალტერნატივაც არ არსებობს. ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს არა მარტო სახელმწიფომ, არამედ კერძო სექტორმაც, ყველა უნდა დავირაზმოთ“

ალერგოლოგი აღნიშნავს, რომ უდიდესი ნაწილი საზოგადოებისა, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი ვაქცინაციას საჭიროებს, რათა იმუნური მახსოვრობა დროში გახანგრძლივდეს.

წყარო: "სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად