Baby Bag

,,ისრაელი უკვე აღარაა სამაგალითო ქვეყანა დიდი ხანია''

,,ისრაელი უკვე აღარაა სამაგალითო ქვეყანა დიდი ხანია''
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმეგოვი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

,,ისრაელის მაგალითით ხშირად გვიპირისპირდებიან ვაქცინებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხალხი, აი ხომ ხედავთ იქ ისევ მაღალია შემთხვევები და შედარებით მაღალია სიკვდილიანობა.

ისრაელი უკვე აღარაა სამაგალითო ქვეყანა დიდი ხანია, ევროპის და მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ გადაუსწრო მათ ვაქცინაციის მოცვის ხარისხით.

ერთი რამე თვალსაჩინო და უდაოა, ქვეყნებში სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია.

აი-👍 და დაასრულე პანდემია!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმეგოვი. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

,,მინდა, ეს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაიჯეროს'' - რა დაასრულებს პანდემიას?
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პანდემიის დასრულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო პანდემიას 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე დაასრულებს:,,მინდა ეს მოს...
ბოლო და ყველაზე სანდო ინფორმაცია Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატზე, რომელიც დეკემბერ...
როგორ მოახერხა დანიამ ყველა რეგულაციის მოხსნა? ასევე, ბოლო და ყველაზე სანდო ინფორმაცია Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატზე, რომელიც დეკემბერში ხელმისაწვდომი იქნება. მოისმინეთ გადაცე...
,,თუ ამ კანონზომიერებას შევხედავთ, ჩვენს ქვეყანაში ნოემბრის ბოლოდან უკვე ახალი ტალღა დაიწ...
​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მეხუთე ტალღაზე და ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა.მეხუთე ტალღა, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, თავისი კანონზო...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს, ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს''

,,ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს, ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს''
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:

,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.

უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,

- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.

- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.

- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.

- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.

- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?

- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.

- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?

- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.

- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?

- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 

წაიკითხეთ სრულად