Baby Bag

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა? - გადაწყვეტილება მიღებულია

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა?  - გადაწყვეტილება მიღებულია

ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეეძლებათ -  აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ​ჯანმრთელობაზე

,,დაიწყება ე.წ ტვინდემია - ამას მინდა მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება''
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ მასობრივი ვაქცინაცია არ იქნება, ეპიდსიტუაცია გაუარესდება და გვექნება ძალიან რთული ნოემბერი, დაიწყება ე.წ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ ეტაპზე ქვეყნის ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა არ იგეგმება

ამ ეტაპზე ქვეყნის ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა არ იგეგმება

„ამ ეტაპზე ​ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი“, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას, - იგეგმება თუ არა სააღდგომოდ ქვეყნის ჩაკეტვა?

მინისტრის მოადგილის თქმით,  ყველაფერი კეთდება, რომ ადგილობრივი მატების ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. ამასთან თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სურათი ნამდვილად საყურადღებოა:

„ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი. შემთხვევების მატება აღინიშნება კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ადგილზე ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზაცია. ამისი მექანიზმი არის ინტენსიური ტესტირება, ასევე ნიღბებისა და ყველა იმ წესების გამოყენება, რაც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ. ამ ეტაპზე, ჩვენ ვცდილობთ ლოკალიზაცია მოხდეს ამ გზებით. შემდეგ როგორც განვითარდება სიტუაცია, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ესკალაციის შესაძლებლობა ეპიდემიას რომ მივცეთ, არის სრულიად დაუშვებელი.

ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, უფრო მეტიც,  ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ  მაქსიმალურად სწარაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე ძალიან რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ პროცესში კეთდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად