Baby Bag

„​შეშფოთება გამოიწვია ტერმინმა „თვინდემია“

„​შეშფოთება გამოიწვია ტერმინმა „თვინდემია“

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „თვინდემიასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

„შეშფოთება გამოიწვია ტერმინმა „თვინდემია“, რომელიც უბრალოდ კოვიდის პანდემიის და სეზონური გრიპის ეპიდემიის თანხვედრას (ინგლისური სიტყვიდან Twin - ტყუპი) ნიშნავს, რაც, რა თქმა უნდა, ამ სეზონზე მოსალოდნელია, ისევე როგორც წინა სეზონზე იყო მოსალოდნელი. ეს ტერმინიც ახალი არ არის და შარშანაც გაჟღერდა. საბედნიეროდ, შარშან გრიპის სეზონი მოულოდნელად კარგად გადავიარეთ. მაღალი ალბათობით კოვიდის შეზღუდვებმა გრიპის პროფილაქტიკის მიმართულებით დადებითად იმუშავა.

წელს, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში კოვიდ რეგულაციები მკვეთრად არის შემსუბუქებული, შიშობენ, რომ გრიპი ცოტა უფრო მეტად შემოგვიტევს, ვიდრე შარშან. თუმცა იმედია, ასე არ იქნება. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, გრიპის ვაქცინა უნდა გავიკეთოთ (როცა ხელმისაწვდომი გახდება, რა თქმა უნდა)“, - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედე​ბის ჯგუფი“)

,,დაიწყება ე.წ ტვინდემია - ამას მინდა მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება''
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ მასობრივი ვაქცინაცია არ იქნება, ეპიდსიტუაცია გაუარესდება და გვექნება ძალიან რთული ნოემბერი, დაიწყება ე.წ...