Baby Bag

სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან

სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან

სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილ ბრძანებაშია აღნიშნული.

ცვლილება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის​ №975 განკარგულებაში შევიდა: 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე: 

ა) სრულად (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით) ვაქცინირებული პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ პჯრ მეთოდით;

ბ) არასრულად ვაქცინირებული (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით) და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს სკოლის ექიმის და/ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებული სხვა პერსონალის მიერ (იმ პირობით, რომ პერსონალის გადამზადება განხორციელდება ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ, ტესტებითა და საკვლევი ნიმუშის ასაღები მასალებით მომარაგდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო ჩატარებული ტესტების თაობაზე ინფორმაცია დარეგისტრირდება შესაბამისი სკოლის პერსონალის მიერ ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში).

გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით,'' - აღნიშნულია ბრძანებაში. 


შეიძლება დაინტერესდეთ

,,მაღალი ტემპერატურა არ ნიშნავს, რომ კოვიდი მძიმედ მიმდინარეობს''

,,მაღალი ტემპერატურა არ ნიშნავს, რომ კოვიდი მძიმედ მიმდინარეობს''

,,მაღალი სიცხე კოვიდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი სიმპტომია და ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ხშირად პაციენტებს სიცხის ხანგრძლივობაც (7-10 დღე) აშინებთ. თუმცა ესეც არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და პაციენტმა ანტიბიოტიკი უნდა დაიწყოს. ხშირად პაციენტების უკმაყოფილებას იწვევს ექიმის მიერ ანტიბიოტიკის არ დანიშვნა. სულ არის ამაზე დავა,'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში ,,ჯანმრთელობის ფორმულა'' განაცხადა. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად