ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
,,კოვიდის ჰოსპიტალური მართვა რომ პრობლემაა, ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა არ უნდა იყოს აუცილებელი, ამის გარეშეც შეიძლება რეალობას თვალი გავუსწოროთ''
,,კოვიდის ჰოსპიტალური მართვა რომ პრობლემაა, ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა არ უნდა იყოს აუცილებელი'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
,,ტიკარაძე: ,,პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით".
ზუსტი სტატისტიკა ამაზე არ არსებობს, მაგრამ ჰოსპიტალური ინფექციები და ზოგადად, კოვიდის ჰოსპიტალური მართვა რომ პრობლემაა, ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა არ უნდა იყოს აუცილებელი, ამის გარეშეც შეიძლება რეალობას თვალი გავუსწოროთ, რადგან აღიარების გარეშე სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია.
ან ვინც ოდნავ კრიტიკულ რამეს ვიტყვით ხოლმე, ხალხის მტრები არ ვართ და ამას ჯანდაცვის ბობოლების მხრიდან თავდასხმა და პასკვილები არ უნდა მოყვებოდეს.
თვითკრიტიკა არავის და არაფერს წყენს, პირიქით, უაზრო კეკლუცობა და თვითკმაყოფილებაა საშიში.'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.