ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
,,კომენდანტის საათი გადაჩოჩდეს და გალიებში შერეკილ ვიქნეთ ათ საათზედ. შედეგად მივიღებთ უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობას''
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში კომენდანტის საათთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ გაზაფხული დადგა და მისი გადაწევა 22:00 საათამდე მენტალური ჯანმრთელობისთვის უმჯობესი იქნება:
,,რადგანაც გაზაფხულის დადგომა აწ უკვე დადასტურებული ფაქტია, მართებულია, ბავშვების დაძინების დრომ 22:00 საათზე გადაიწიოს. მაშასადამე, კომენდანტის საათი გადაჩოჩდეს და გალიებში შერეკილ ვიქნეთ ათ საათზედ. შედეგად მივიღებთ უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობას, რაც გაგიკვირდებათ და, მთავრობისთვისაც უკეთესია (არ იციან ოღონდ) და თავად ადამიანებისთვისაც,'' - აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე.