ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
„79 წლის პაციენტი მთელი ეს პერიოდი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, კახექსიური, 12-15 კილოს იწონიდა, მას ჰქონდა მთელი რიგი თანმხლები დაავადებები,“ - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ TV პირველთან საუბრისას განაცხადა.
„პაციენტი ჩვენს კლინიკაში მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ შემოვიდა 31 მარტს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში. მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი და ასე მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. 79 წლის პაციენტი მთელი ეს პერიოდი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, კახექსიური, 12-15 კილოს იწონიდა. კახექსია ანუ კუნთების განლევა, როგორც აღნიშნეს, დაეწყო 6-7 თვის წინ და თვითონაც იყო მძიმედ და ამას დაემატა Covid19. ამ დილას გარდაიცვალა... მთელი რიგი თანმხლები, წამყვანი დაავადებები იყო, რომლებსაც კორონავირუსი დაემატა და დადგა ასეთი სამწუხარო ლეტალური შემთხვევა. პაციენტს ჰქონდა კახექსია (ეს იყო მისი ძირითადი დაავადება), გულის ყველა სარქველის უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია - ეს გულის კუნთის უმძიმესი დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, სეფსისი, სეპტიური შოკი, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. საბოლოოდ ყველა ამ დაავადებამ ერთად და პლუს კორონავირუსმა გამოიწვია ლეტალური შედეგი,“ - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)