ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
„ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს, რომ არ გავბუტულვართ შუა თამაშში მიმატოვა“ - ნათია ბანძელაძე გოგიჩაზე
„....მაინც მატირა... ყველა გვატირა... 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით, მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა, როგორ უნდა გყვარებოდა, რომ უსულო საგნებსაც ტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა, იმიტომ რომ ის შვილისისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა... როგორ არ შეიძლებოდა ჩემს ლექსიკაში ყოფილიკო სიტყვა ,,მეზიზღება“. 30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა, ისე რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახებდა. ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს, რომ არ გავბუტულვართ შუა თამაშში მიმატოვა... რატომ???? რა საშინელი სიცივეა იციიი გიო, მიყვარხარ... ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველა ჩვენთაგანი გაათბო! მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ვინც ამ არაჩვეულებრივი, მზით სავსე, დიდი პატარა ბავშვის, სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში... მხეცს შეუყვარდა, ბრძოლა მე წავაგე... მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ, არ ინერვიულო რაა. მიყვარხარ.“
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ტელეწამყვან და მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე აქვეყნებს.