Baby Bag

ლაბორატორიების ქსელი საქართველოში, სადაც 1 000-ზე მეტი რუტინული და სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარებას შეძლებთ

ლაბორატორიების ქსელი საქართველოში, სადაც 1 000-ზე მეტი რუტინული და სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარებას შეძლებთ

ჯანმრთელობის პრობლემას, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს, ჩვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. იგი, ზოგჯერ ყოველდღიურ რიტმსაც კი ცვლის. კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ცხოვრება ჯანმრთელობის გარეშე არაფერია და უკვე აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება. კვლევებისთვის კი საჭიროა სამედიცინო ლაბორატორია, რომელიც იქნება: სანდო, გამოცდილი და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომი.

სწორედ ასეთია „სინევო“ – ევროპული სამედიცინო ლაბორატორია შენს სახლთან ახლოს (თბილისსა და რეგიონებში)

„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელია, რომელიც გთავაზობთ 1 000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2021 წლის სექტემბრისთვის, „სინევო საქართველოს“ ქსელი მოიცავს 2 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 34 პუნქტს, რომელიც 300,000-ზე მეტ ტესტს ასრულებს.

„სინევო საქართველო“ წამყვანი საერთაშორისო ჯანდაცვისა და დიაგნოსტიკური მომსახურების პროვაიდერის, „Medicover“-ის ნაწილია. მისი უმსხვილესი წარმომადგენლობებია პოლონეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინასა და ინდოეთში. „Medicover“ უზრუნველყოფს ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპეტრს, ამბულატორიული კლინიკების, საავადმყოფოების, სპეციალიზირებული დაწესებულების, ლაბორატორიებისა და სისხლის ასაღები პუნქტების საშუალებით, ორი მიმართულებით – ჯანდაცვისა და დიაგნოსტიკური მომსახურება.

„კოვიდ-19“ დიაგნოსტიკური ტესტები

„სინევოში“ შეგიძლიათ ჩაიტაროთ „კოვიდ-19“ დიაგნოსტიკური ტესტები – PCR, ანტისხეულების და ანტიგენის განსაზღვრა.

გაიგეთ მეტი→ Sars-Cov-2 პჯრ (PCR) ტესტი წარმოადგენს ჯაჭვურ პოლიმერაზულ რეაქციას, რომელიც განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის გენეტიკური მასალის ე.წ. რნმ-ის არსებობას ცხვირ-ხახის ნაცხის ნიმუშში.

გამოიყენება, ვირუსის ორგანიზმში არსებობის ეჭვის შემთხვევაში,ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის 1-ვე დღიდან) და ინფექციის მწვავე ფაზის დროს. გააჩნია რიგი უპირატესობები:

წარმოადგენს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დაიგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“;
ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით – 99%’;

ტესტი სრულდება სრულად ავტომატიზირებულ „Thermo fisher”-ის (აშშ) სისტემითა და რეაგენტებით.

ასევე: სახელმწიფო ეპიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე PCR ტესტის ჩატარება საჭიროა საქართველოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 72 საათისა და გასვლისას, საზღვარზე წარსადგენად, არაუადრეს 48-72 საათისა. გაიცემა ორენოვანი პასუხი (ქართული და ინგლისური). მონაცემები ავტომატურად იტვირთება ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე „სინევოს“ მიერ.

„COVID-19“ ინფექციის გამომწვევი ვირუსის SARS-Cov-2 საწინააღმდეგო სამივე ტიპის– IgG; IgM და IgA ანტისხეულებზე. გაიგეთ მეტი→ (საერთო მაჩვენელი).

ტესტით დგინდება ე.წ. IgG; IgM და IgA ანტისხეულების საერთო არსებობა სისხლში, რომელიც გამომუშავდება, როგორც იმუნური პასუხი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში და გამოვლინდება დაავდების აქტიურ ფაზაში და/ან მის შემდგომ, რაც მიუთითებს ვირუსის მიმართ იმუნიტეტის არსებობაზე.
ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ ვგებულობთ ვიყავით ან/და ვართ, თუ არა ინფიცირებული “COVID-19” -ის გამომწვევი ვირუსით. ტესტის უპირატესობა:
  • მაღალი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა – 99%.
  • მეთოდი: ანალიზი კეთდება ანალიზატორზე Cobas e 411, მეთოდი ელექტროქემილუმინესცენცია(ECLIA), სრულად ავტომატური დახურული სისტემა.
მწარმოებელი: Roche (გერმანია).

გაიგეთ მეტი→ Sars-Cov-2 ანტიგენის ტესტი წარმოადგენს სწრაფ ქრომატოგრაფიულ იმუნოანალიზს, რომელიც თვისობრივად განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის ანტიგენის არსებობას ცხვირ-ხახის ნაცხის ნიმუშში.

გამოიყენება, ვირუსის ორგანიზმში არსებობის ეჭვის შემთხვევაში,ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის 1-ვე დღიდან) და ინფექციის მწვავე პერიოდში ანტიგენის გამოვლენის მიზნით. წარმოადგენს პჯრ ტესტის ანალოგს. გააჩნია რიგი უპირატესობები:
  • ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით – 97,5%;
  • არ საჭიროებს დამატებით აღჭურვილობას ვირუსის გამოსავლენად;
  • ერთი ტესტის შესრულებისა და პასუხის მიღების დრო-15 -30 წუთი;
  • გამოყენების სიმარტივე, შესაძლებელია ტესტის სახლის პირობებში შესრულება;
  • ანალიზის შედეგების სწრაფად მიღება დაავადების ადრეულ ეტაპზე (პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე);
  • იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შესაძლებლობა.
მოცემული ტესტი წარმოეუბულია ბრიტანული კომპანია „პრესტიჟ დიაგნოსტიკის“ მიერ, რომელიც წარმოადგენს სადიაგნოსტიკო რეაგენტების წამყვან წარმოებას. რეაგენტებს აქვთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისი. კომპანიას აქვს ISO 13485: 2016 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია.

იხილეთ შეთავაზება ↓

დაჯავშნე ვიზიტი და შეუკვეთე „კოვიდ-19“ PCR ტესტი ონლაინ.

ცნობილია, რომ „COVID-19“ ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა სისხლის შედედების სისტემის დაზიანება და თრომბოემბოლია, რაც სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს. ამიტომ ექიმები გვირჩევენ შევამოწმოთ საჭირო პარამეტრები შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.

იხილეთ ლინკი → „სინევოს“ ლაბორატორიულ ქსელში შესაძლებელია ერთი ტესტით - პროფილური კველვა „კოვიდ-19 ინფექციის გართულებების მონიტორინგი“ – ჩაიტაროთ ოთხი ძირითადი ანალიზი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ინფექციის მიმდინარეობის, სისხლის უჯრედული რეაქციისა და შედედების სისტემის მდგომარეობის შესახებ.

პროფილურ კვლევა „კოვიდ-19 ინფექციის გართულებების მონიტორინგში“ შედის შემდეგი პარამეტრები:
  • სისხლის საერთო ანალიზი + ედსი/Complete Blood Count+ESR -(სისხლის 20 პარამეტრი და ედსი);
  • სრული კოაგულოგრამა/Full Coagulation – (5 პარამეტრი : Pt (sec) /პროთრ. დრო წმ; Pt (%)/ პროთრ. დრო %; INR /საერთ. ნორმ. შეფარდება; Fibrinogen /ფიბრინოგენი; APTT /აქტივ. პარც.თრომბ.დრო);
  • D-დიმერი/D-dimer;
  • C რეაქტიული ცილა/CRP.
და ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს: პროფილის ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში ჯამური ფასია 105 ლარი, ნაცვლად 123 ლარისა.

ასევე, საშუალება გაქვთ აიღოთ (იხილეთ ბმული→) ე.წ. „კოვიდ პასპორტი“-PCR ტესტის ორენოვანი რეზულტატი, რომელიც საზღვრის კვეთის შემთხვევაში აუცილებელია.

„სახელმწიფო ეპიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე PCR ტესტის ჩატარება საჭიროა საქართველოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 72 საათისა და გასვლისას, საზღვარზე წარსადგენად, არაუადრეს 48-72 საათისა. გაიცემა ორენოვანი პასუხი (ქართული და ინგლისური). მონაცემები ავტომატურად იტვირთება ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე „სინევოს“ მიერ“.

პროფილური კვლევები

ლაბორატორია „სინევო“ გამოირჩევა იმითაც, რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი პაკეტი, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა პროფილაქტიკური გამოკვლევა. ამით თქვენ დაზოგავთ დროსა და თანხას.
  • პროფილაქტიკური გამოკვლევების პროფილი (General Check Up Profile);
  • თირკმლის ფუნქციური პროფილი;
  • ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა;
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯების პროფილი;
  • ლიპიდური ცვლის პროფილი;
  • Ca+D3 სკრინინგის პროფილი.
და ბოლოს, რატომ „სინევო“ – ხარისხი, სიზუსტე, ოპერატიულობა

„სინევო“ უზრუნველყოფს თანამედროვე, ევროპული აპარატურისა (Roche; Sysmex და სხვა) და რეაქტივების მეშვეობით 3000-ზე მეტი რუტინული, რთული და სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტის შესრულებას, კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში. კვლევის შედეგები ოპტიმალურ დროში, ავტომატურად იგზავნება მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

„სინევო საქართველო“ შედის „სინევოს“ ევროპული ლაბორატორიების ქსელში და წარმოადგენს ჯანდაცვისა და დიაგნოსტიკური მომსახურების წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის Medicover – ის ნაწილს, რომელიც 25 წელზე მეტია ოპერირებს ევროპაში.

„სინევო“ მუდმივად ავითარებს ლაბორატორიული ცენტრების ქსელს, რათა ჩვენი მომსახურება თქვენთვის უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გავხადოთ. დღეისათვის, საქართველოში „სინევოს“ 34 ლაბორატორიული ცენტრი წარმოდგენილია თბილისში, გორში, თელავში, ქუთაისში, ზესტაფონში, ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში, ახალციხეში, რუსთავში, მარნეულში, ბორჯომსა და სტეფანწმინდაში.

„სინევო საქართველო“ უზრუნველყოფს გენეტიკური, ჰისტოლოგიური, პრენატალური და სხვა სპეციფიური ტესტების გაგზავნას „სინევოს“ ლაბორატორიის ევროპის ცენტრებში.

„სინევო საქართველოს“ აქვს პაციენტების ბინაზე მომსახურების, საკვლევი მასალის ტრანსპორტირების უზრუნველყოფისა და კლინიკური კვლევების სერვისი.

„სინევოში“, პაციენტი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი, უსაფრთხო, კომფორტული ლაბორატორიული მომსახურება და ასევე რჩევები, თუ როგორ მოემზადოთ სწორად კონკრეტული გამოკვლევის ჩასატარებლად.

ასევე, ლაბორატორიამ ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სპეციალური შეთევაზება გააკეთა. მათ შეეძლებათ ისარგებლონ 50%-იანი ფასდაკლებით პროფილაქტიკური კვლევების (General check up) და ანტისხეულების ერთობლივ პანელზე. გაიგეთ მეტი – სპეციალური შეთავაზება ვაქცინირებულებს!

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დეკემბრის პიკთან განსხვავებით უფრო შეშფოთებული ვარ რამდენიმე მიზეზის გამო''

,,დეკემბრის პიკთან განსხვავებით უფრო შეშფოთებული ვარ რამდენიმე მიზეზის გამო''

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,საინტერესო ნიშნულს მიაღწია ქვეყანამ. მთელი საქართველოს მოსახლეობის 1%-ს ოფიციალურად აქტიური, მიმდინარე კოვიდ ინფექცია აქვს (39,000 ადამიანი). ეს ტესტით დადასტურებული და დამტკიცებული. დაუდასტურებელი და დაუტესტავი - რა თქმა უნდა უფრო გაზრდის მაგ ციფრს.

ეს ნიშნავს რომ 100-ში ერთი ქართველი საავადმყოფოში ან სახლშია (ბევრი მათგანი ოჯახის წევრებთან ერთად) და კოვიდს ებრძვის - ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. მინიმუმ ნახევარს შედარებით მსუბუქი ფორმა აქვს, თუმცა ფსიქოლოგიურად მძიმეა თითქმის ყველა მათგანისთვის.

რომ გავიაზროთ ეს რამდენია - ეს 39,000 ინფიცირებული რომ თანაბრად გადავანაწილოთ ქვეყანაში (ვიდრე სიმპტომები გამოუვლინდება და გაიგებდეს დიაგნოზს), ნიშნავს რომ

- ყოველ მეტროს ვაგონში (პიკის საათებში) - თითო კოვიდ-ინფიცირებულია მიჭყუნული და ცხვირში ასუნთქებს გარშემო მინიმუმ რამდენიმე ადამიანს.

- ყოველ მე-3, მე-4 ავტობუსში სადაც ახვალთ - თითო კოვიდ-ინფიცირებულია ნიკაპზე ჩამოწეული ნიღაბით, დასიცხული.

- ყოველ კონცერტზე, მიტინგზე, ქორწილში, ქელეხში - მინიმუმ რამდენიმე ინფიცირებულია მოძრაობს - გეცეკვებათ, გეხუტებათ, გისამძიმრებთ.

შარშან ნოემბრის შუაში რომ დავპოსტე ცუდადაა საქმე - მსიფლიოში პირველი ადგილისკენ მივდივართ თქო მრავალი პარამეტრით - და ახდა. ახლაც იგივეს მოგახსენებთ.

დღეს, ბოლო კვირის ინფიცირებითაც და სიკვდილიანობის (ორივე!) მაჩვენებლით მთელს მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ფიჯის კუნძულების და აფრიკის ერთი სახელმწიფოს მერე.

რაც ყველაზე საგანგაშოა - შემთხვევების მატების სისწრაფით (ე.წ. "რაზგონით") გაცილებით ვუსწრებთ ორივეს, ასე რომ დიდი ალბათობით სულ მალე პირველ ადგილზე გავალთ.

არ ვიცი სხვა ქვეყანა თუ არის რომელმაც ერთი პანდემიის განმავლობაში ორი ყველაზე დიდი ტალღის დროს მოახერხა პირველობა - ორჯერ. შეიძლება არის, მარა ალბათ ბევრი არა. სხვათა შორის ეს კონკრეტული ფაქტი უფრო მოსახლეობის ეთნო-გენეტიკურ-კულტურული თავისებურებით მგონია იყოს გამოწვეული, იმასთან ერთად რომ საქართველო ნაკლებ-რესურსიანი ქვეყანაა (ეკონომიურ-პოლიტიკურად).

ეხლა ნამდვილად ვამტკიცებთ რომ ქართველები ვართ "უშიშარი ვითარცა უხორცო" რადგან ყველაზე ნაკლებად გვეშინია სიკვდილის, თუმცა განსხვავებით ომებისაგან, კორონათი სიკვდილით ვერც აფხაზეთს დავიბრუნებთ, ვერც სამხრეთ ოსეთს. პირიქით - ქვეყანას უფრო ვაუძლურებთ (მინიმუმ ეკონომიურად და სოციალურად) და ადვილად დაპყრობადს ვხდით.

დეკემბრის პიკთან განსხვავებით უფრო შეშფოთებული ვარ რამდენიმე მიზეზის გამო:

1) ლოქდაუნს არ ვაპირებთ - არ ვაპირებ იმაზე კამათს გამართლებულია თუ არა, უბრალოდ ფაქტია რომ მკაცრი შეზღუდვების (და მათი აღსრულების) გარეშე შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

2) აგვისტოს მერე ტემპერატურა კიდევ უფრო იკლებს (სიცივეში ვირუსი როგორც წესი მინიმუმ უფრო მეტად ვრცელდება).

3) დელტა შტამია - უფრო ჩქარა და ბევრ ადამიანზე ვრცელდება, ეს უკანასკნელი მცირე ნაწილით "მუხრუჭდება" პოპულაციაში ნაწილობრივი იმუნიტეტის არსებობის გამო (ნოემბრისგან გასხვავებით თითქმის 30%-ს აღენიშნება სეროპოზიტიურობა), თუმცა ეს უკანასკნელი საკმარისი არ არის.

4) საწოლ-ფონდი კრიტიკულ ზღვარზეა, თუმცა დეკემბერთან განსხვავებით ჰოსპიტალიზაცია რადგან დაახლოებით 15%-ია (25-30%-ის ნაცვლად), ეგ ნიშნავს რომ სახლში ორჯერ მეტი უფრო მძიმე პაციენტებს უწევთ მკურნალობა ვიდრე მათთვის ადგილი გამოჩნდებოდეს.

ჭიქა სანამ წყლით გაივსება - წყალი არ გადმოდის. რომ გაივსება - მერე თვითოეული დამატებითი წვეთი იღვრება. ასე ხდება გადასვსებული საავადმყოფოების შემთხვევაშიც. წყლის წვეთები - ადამიანებია.

დღესვე რომ ყველამ პიბადე გაიკეთოს - თვის ბოლომდე მზარდ სიკვდილიანობას თითქმის ვერანაირად შევცვლით რადგან სიკვდილიანობა 2-3 კვირის მერე აღწევს პიკს.

სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მაგრამ ამერიკელებს აქვთ ერთი კარგი გამოთქმა ასეთ სიტუაციებში და ეს ყველაზე მეტად ჩემ კოლეგებს და ჯანდაცვის მუშაკებს ეხებათ:

Brace for impact!

პ.ს. აცრა ალბათ ცალკე პოსტს იმსახურებს, მაგრამ ვისაც ჩემი აზრი გაინტერესებთ (და მნიშვნელობა აქვს) - ვფიქრობ ყველა ადამიანი უნდა აიცრას საქართველოში დღეს-დღეისობით არსებული ნებისმიერი ვაქცინით. გარდა იმისა ვისაც ***კონკრეტულად*** ამ ვაქცინის კომპონენტებზე გქონდათ ალერგია. სხვა რამეებზე ალერგია (ჭინჭრის ციება, ურტიკარია, და ასე შემდეგ) - არაა უკუჩვენება, ისევე როგორც არანაირი ქრონიკული დაავადება (გულის, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლის, სიმსივნური, ავტოიმუნური და ასე შემდეგ).

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ რომ აცრა თქვენთვის არ შეიძლება ან საშიშია, ის 99.9% ალბათობით არასწორია (ძირითადად არასაკმარისი ცოდნის გამო) - მინიმუმ ერთ სხვა (უფრო გამოცდილ) ექიმთან გადაამოწმეთ).

თუ მაინც და მაინც ახალი ტექნოლოგია (ფაიზერი) გაშინებთ - მაშინ ტრადიციული (ჩინური) ვაქცინით მაინც აიცერით, რომელიც იგივე პრინციპითაა დამზადებული როგორც ბევრი სხვა თქვენთვის ცნობილი - მაგალითად პოლიომიელიტის, ყივანახველას, და ცოფის ვაქცინები - რომლითაც (ერთ-ერთი მათგანით მაინც) დიდი ალბათობით თითქმის ყველა ხართ აცრილი ბავშობაში,'' - აღნიშნავს დავით მრელაშვილი. 


წაიკითხეთ სრულად