Baby Bag

,,კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა'' - გიორგი ფხაკაძე მე-5 ტალღის დაწყებაზე პროგნოზს აკეთებს

,,კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა'' - გიორგი ფხაკაძე მე-5 ტალღის დაწყებაზე პროგნოზს აკეთებს
პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველოში მე-4 ტალღა ჯერ არ დასრულებულა:

,,კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა, საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება.

არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის/ეპიდემიის მართვის სფეროში მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს.

არჩევნების გამო ქვეყანაში შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული.

შედეგი სახეზეა, დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად,, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი დაიხურა.

არაპროფესიონალიზმი კლავს.

ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქიცინაზე.

ქვეყნის ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს და მოზრდილი (16 წლის ზევით) მოსახლეობის მინიმუმ 90% უნდა აიცრას.

ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის სურვილი იქნება,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 
,,დამშვიდდით, დაწყარდით, მე-5 ტალღა ოქტომბერში არ იქნება'' - გიორგი ფხაკაძე მე-5 ტალღის და...
​პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში მე-5 ტალღის დაწყების შესახებ პროგნოზს აკეთებს. მისი თქმით, მე-5 ტალღა არა ოქტომბერში, არამედ იანვარში დაიწყება და ამისთვის ყველანაირად უნდა მოვემზადოთ. ნახე...
,,გაფრთხილებთ მე-5 ტალღაზეც - ვიცი, მაინც არ დამიჯერებთ''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მე-5 ტალღას ეხება: ,,15/06/2021 მკაფიოდ ვთქვი, რომ აგვისტოს მე-2 კვირიდან იქნება კოვიდის მე-4 ტალღის აფეთქება... (ისე მე-4 ტალღა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ომიკრონის შტამის მიმართ ყველაზე მაღალი დაცვის მქონე პირების შესახებ ისაუბრა:

„დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ომიკრონთან მიმართებაში დაცულობის მასშტაბი ასე ლაგდება: ორი ვაქცინით აცრილი, მერე ბუნებრივი გზით გადატანილი, მერე ბუსტერული დოზით აცრილი და შემდგომ გადატანილი და ბუსტერული დოზით აცრილი ადამიანი. ჩვენ თუ შევხედავთ, ახლა ეს გრადაციაა.“

„ყველაზე სუსტი დაცვა აქვს ორჯერ ვაქცინირებულს, მერე აქვს შედარებით უფრო ყოჩაღი ბუნებრივად გადატანილს, ოღონდ ახლოს არიან ესენი ძალიან და რეინფიცირების რისკები ძალიან ახლო-ახლოა. შემდგომ ყველაზე ეფექტიანი დაცვა, თითქმის 75% და 90%-ს უახლოვდება მძიმე დაავადებისგან დაცვა სამჯერ აცრილ ადამიანებში, თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს. ასეთი ტერმინიც კი შემოიტანეს. ის არის ყველაზე დაცული,“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“


წაიკითხეთ სრულად