Baby Bag

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ მაღალია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ მაღალია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 586 ადამიანი.

ბოლო 24 საათში 26 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში 9 332 ადამიანია გარდაცვლილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველა​ფერი ჯანმრთელობაზე

თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ​ბუსტერ დოზის ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ვინ მიიღებს საქართველოში შემოტანილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ვინ მიიღებს საქართველოში შემოტანილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს?  - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში შემოტანილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის პაქსლოვიდის შესახებ ისაუბრა და განმარტა, თუ ვისთვის იქნება მისი გამოყენება რეკომენდებული:

„პაქსლოვიდი არის პირველი პრეპარატი, რომელმაც დაადასტურა ძალიან მაღალი ეფექტიანობა უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ. 88-89%-ია ეფექტიანობა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის შემცირების კუთხით კოვიდინფიცირებულ პირებში. ის გამრავლების უნარს უკარგავს ვირუსს. დასაწყისშივე, დადასტურებიდან პირველი 5 დღე არის თერაპიული ფანჯარა, როდესაც უნდა დაიწყოს პაციენტმა პრეპარატის მიღება, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს და რა თქმა უნდა, სიმპტომებიც აღარ განვითარდება.“

თამარ გაბუნიას თქმით, პრეპარატი იმ ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი, ვისაც გართულების მაღალი რისკი აქვთ:

„აქცენტი კეთდება იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს გართულების მაღალი რისკი. მსოფლიოში ძალიან დიდია ამ წამალზე მოთხოვნა. სწორედ ამიტომ ხდება მისი რაციონალურად გამოყენება. მკურნალობის მიმართვა ხდება მაღალი რისკის მქონე, მათ შორის, არავაქცინირებულ, ხანდაზმულ, მძიმე კლინიკური მიმდინარეობის ადამიანებზე. ჰოსპიტალიზებულ, მძიმე, კრიტიკულ პაციენტებში მის გამოყენებას უკვე აზრი არ აქვს. ეს უნდა იყოს თავიდანვე, მაშინვე, რომ მდგომარეობა არ დამძიმდეს.“

„მედიკამენტი არ გაიყიდება, რა თქმა უნდა. მისი განაწილება მოხდება. მედიკამენტს მიიტანენ იმ პაციენტებთან, ვინც ბინაზე მკურნალობს და სჭირდება პრეპარატი. ოჯახის ექიმი შეაფასებს მდგომარეობას, გადაწყვეტს, რომ მას სჭირდება პაქსლოვიდი. სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი უზრუნველყოფს პრეპარატის ბინაზე მიტანას. ექიმი გააკონტროლებს მკურნალობის მიმდინარეობას. მთავარია დამყოლობა მკურნალობაზე, რომ ადამიანმა წამალი დალიოს, არ დაავიწყდეს მიღება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად