Baby Bag

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 348 ადამიანი - როგორია დღევანდელი სტატისტიკა?

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 348 ადამიანი - როგორია დღევანდელი სტატისტიკა?
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 675 771 , ბოლო 24 საათში - 5 219.

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 619 285, ბოლო 24 საათში - 2 348 ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში - 42, ჯამში 9 588 ადამიანია გარდაცვლილი.

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,11%-ია, ბოლო 14 დღის - 8,79%, ბოლო 7 დღის - 9,02%.

რაც შეეხება აცრებს, სულ ჩატარდა - 1 926 893 აცრა, დღიურად აცრილია - 5 543 ადამიანი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ მიიღოთ ეს მედიკამენტები, ისინი ხელს უწყობენ დაავადების დამძიმებას'' - ალექსანდრე გოგინავა თვითნებურ მკურნალობაზე

,,არ მიიღოთ ეს მედიკამენტები, ისინი ხელს უწყობენ დაავადების დამძიმებას'' - ალექსანდრე გოგინავა თვითნებურ მკურნალობაზე

რა მედიკამენტები არ უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა სახლში და რა გამოკვლევები სჭირდება ინფიცირების დროს? - აღნიშნულ თემაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა. 

„მინდა, ვთხოვო მოსახლეობას, რომ თვითნებურად არ მიიღონ გარკვეული მედიკამენტები. ეს ეხება განსაკუთრებით ანტიბიოტიკებს, ანტიკოაგულანტებს ე.წ სისხლის გამათხელებლებს. ეს ეხება ასევე ჰორმონ დექსამეტაზონს ან სხვა სტეროიდულ საშუალებებს. ამ პრეპარატების დანიშვნას აქვს თავისი გაწერილი ჩვენება, ისინი ძირითადად საჭიროა, როცა პაციენტი არის სტაციონარში და დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ხშირად დაავადების პირველ კვირაში იწყებენ ამ მედიკამენტების მიღებას და ეს შემდეგ პირიქით ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას.''

ალექსანდრე გოგინავამ ასევე ისაუბრა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და აღნიშნა, რომ ეს კვლევა ესაჭიროებათ ისეთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დაბალი სატურაცია, სუნთქვის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. თუ პაციენტს აქვს კარგი სატურაცია, არის ახალგაზრდა, ტემპერატურა მართვადია და ა.შ ამ შემთხვევაში ეს ძვირადღირებული და ასე ვთქვათ, დამაზიანებელი კვლევა, პაციენტს არ უნდა ჩაუტარდეს.“

ნახეთ ვიდეო

წყარო: ,,იმედის დილა''

წაიკითხეთ სრულად