Baby Bag

,,სკოლები ახერხებენ შიდა გავრცელების მართვას'' - სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით თამარ გაბუნიამ ისაუბრა

,,სკოლები ახერხებენ შიდა გავრცელების მართვას'' - სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით თამარ გაბუნიამ ისაუბრა

სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ისაუბრა. 

მისი თქმით, სკოლები ახერხებენ შიდა გავრცელების მართვას და ამ ეტაპზე მათი სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არ იგეგმება:

,,ჯამურად მასწავლებლების ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი არის 65%-მდე, ზოგიერთ სკოლაში მეტად, ზოგიერთში ნაკლებად. ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს ეს მაჩვენებელი უნდა იყოს 80%-ზე მეტი. ბოლო მონაცემებით, 150 სკოლა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე და დაახლოებით 400-მდე კლასი სწავლობს ასევე დისტანციურად, სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით ეს მაჩვენებელი არ არის მაღალი, პროცენტულად დაბალია. კარგია ის, რომ სკოლები ახერხებენ შიდა გავრცელების მართვას, ეს კი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს,'' - დასძინა თამარ გაბუნიამ. 



შეიძლება დაინტერესდეთ

თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ​ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:

,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.

წყარო: ​,,დილა მშვიდობისა, საქართველო'' 

წაიკითხეთ სრულად