ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსმა მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმა განაცხადა, რომ პანდემიური კრიზისი 2022 წელშიც გაგრძელდება.
ელივარდის თქმით, აფრიკაში პოპულაციის 5 %-ზე ნაკლებია ვაქცინირებული, მაშინ, როდესაც მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობის 40 % აცრილია. ვაქცინების უდიდესი ნაწილი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მიიღეს, ხოლო აფრიკას ვაქცინების საერთოდ რაოდენობის მხოლოდ 2,6 % გადაუნაწილდა.
ბრიუს ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს ურჩია, ადგილი დაუთმონ შედარებით ღარიბ სახელმწიოფოებს და ფარმაცევტულმა კომპანიებმა პრიორიტეტულად სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები განიხილონ.
„ვაქცინაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - განაცხადა ბრიუს ეილვარდმა.
წყარო: BBC
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე