Baby Bag

​რუსეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს

​რუსეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს

რუსეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არის საკმარისი ინფორმაცია, რომ რაიმე დასკვნები გამოვიტანოთ:

„ამ შტამის შესახებ ჯერჯერობით ძალიან ზედაპირული ინფორმაცია ვრცელდება, არ გაგვაჩნია სამეცნიერო მტკიცებულებები, თუ როგორ მიმდინარეობს, აქვს თუ არა უფრო რთული კლინიკური გამოვლინებები და სიკვდილიანობა. ამაზე არაფერი არ ვიცით. ზოგადად, როდესაც ახალი შტამი ჩნდება, როგორც წესი, მას თავისებურება ის აქვს ხოლმე, რომ წინამორბედთან შედარებით ბევრად უფრო უფრო ეფექტურად ვრცელდება და ადვილად გადამდებია. მაღალი ალბათობით, ეს იქნება ამ ახალი შტამის შემთხვევაშიც.

არსებობს ასეთი ცნება - კონტაგიოზურობის ინდექსი, ანუ ერთი ადამიანი რამდენს აინფიცირებს. პანდემია რომ დაიწყო, ვუჰანის შტამზე ვამბობდით, რომ კონტაგიოზურობის ინდექსი იყო 2. გრიპის შემთხვევაშიც ასეა 1,5. დელტა შტამმა 5-ს გადააჭარბა, ზოგიერთი მონაცემებით - 7-საც კი უდრის. ფაქტობრივად, ამ ინდექსით უახლოვდება ისეთ ინფექციებს, რომლებიც ჰაერის გზითაც გადადის. თუმცა ჯერჯერობით ჰაერის გზით გადაცემა არ არის დადასტურებული. რაც უფრო ახალია მუტაცია, ეს თავისუბურება აქვს, რომ კონტაგიოზურობის ინდექსი მატულობს. როგორც ჩანს, ამ ახალი შტამის შემთხვევაში მოსალონდელია, რომ დელტაზე კიდევ უფრო მეტად გადამდები იყოს,“ - აღნიშნა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორია მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი?

როგორია მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში 30 მარტს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 31 მარტს იქნება უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი. 1-2 აპრილს ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


წაიკითხეთ სრულად