Baby Bag

„სავალდებულო ვაქცინაციის ვერსია განიხილება, მაგრამ უარყოფილია,“ - თენგიზ ცერცვაძე

„სავალდებულო ვაქცინაციის ვერსია განიხილება, მაგრამ უარყოფილია,“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ფონი შეაფასა და აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის გაზრდილი შემთხვევების გამო სახელმწიფო იძულებული გახდება სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს:

„თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, ​ამ სიტუაციის შენარჩუნება დიდხანს ძნელი იქნება და გარდაცვალების რაოდენობა მოიმატებს.“

„მე მიმაჩნია, რომ მოსახლეობა ან გათავისუფლდება სიურეალისტური გავლენებისგან, შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული გახდება შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც უნდა პროტესტი მოჰყვეს ამას. სავალდებულო ვაქცინაციის ვერსია განიხილება, მაგრამ უარყოფილია.​ ჯერჯერობით მთავრობის მზაობა არ არის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია დააწესოს, პირველ რიგში, ცალკეული ჯგუფებისთვის, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ.“ - აღნიშნულ საკითხზე თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

დღეს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 4 467 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 1790 და გარდაიცვალა 42 ადამიანი.

წყარო: ​ტელეკომპანია „იმედი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მზადდება კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაცი...
„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზადდება კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, აცრა ნებაყოფლობითია,“ - ინფორმაციას განათლებისა დ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, „მიუ“ არის ყველაზე მსუბუქი მუტაცია“

„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, „მიუ“ არის ყველაზე მსუბუქი მუტაცია“

ქვეყნის ინფექციონისტები „მიუ“ შტამის აღმოჩენის თეორიულ ალბათობას არ გამორიცხავენ, თუმცა მათი განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუტირებულ შტამს უკვე 9 თვეა „საინტერესო შტამად განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე გავრცელებულ შტამებთან შედარებით, ის ნაკლებად სახიფათოა. ივანე ჩხაიძის განმარტებით, „მიუ“ შტამს სიმძიმის მიხედვით არ შეუძლია ზემოქმედება ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე.

„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, ეს არის ყველაზე მსუბუქი მუტაცია, რომელიც განსხვავდება კორონავირუსის ორიგინალი (ჩინური) ვარიანტისგან, მაგრამ არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას. შეიძლება თუ არა მისი იდენტიფიცირება საქართველოში მოხდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად გახდება ის გავრცელებდი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: ​imedinews.ge

წაიკითხეთ სრულად