Baby Bag

ობიექტები, სადაც 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას - იხილეთ სია

ობიექტები, სადაც 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას - იხილეთ სია

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდებაპირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.

„​საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


პენსიონრები, რომლებიც 1-ლ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ, ერთჯერად...
პენსიონერი, რომელიც 1-ლ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდი...

შეიძლება დაინტერესდეთ

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა. 

​„ნინი ჯაფარიძე – ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ, და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს.

მან თავისი სიცოცხლე ახალ სიცოცხლეს დაუთმო. მისთვის მშობიარობა საბედისწერო აღმოჩნდა,“ - ნათქვამია „მედიაცენტრ მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გარდაცვალების მიზეზი მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გულის გაჩერება გახდა. ნინი 30 წლის იყო. 

​Moms.ge იზიარებს მწუხარებს და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

წაიკითხეთ სრულად