Baby Bag

„იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს მხარი დაუჭირა,“ - თამარ გაბუნიას განცხადება

„იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს მხარი დაუჭირა,“ - თამარ გაბუნიას განცხადება

იმუნიზაციის საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საბჭომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას მხარი დაუჭირა:

„იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით. ამდენად მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ ​აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანთან სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია ფაიზერის დოზით.“

თამარ გაბუნიამ 60 წლის ზემოთ სინოფარმ/სინოვაკით აცრილი პირებისთვის ბუსტერ დოზის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალ შესწორებაზეც ისაუბრა.

„ახალი შესწორება ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც არიან აცრილი სინოფარმ/სინოვაკის ორი დოზით, ბუსტერ დოზის გამოყენებას არა ექვსი თვის შემდეგ, არამედ მეორე აცრიდან სამი თვიდან ექვსი თვის ინტერვალში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​ტელეკომპანია „მაესტრო“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

რას გულისხმობს მწვანე საშვის მექანიზმი, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში ამოქმედდეს? - თამა...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მწვანე საშვის კონცეფციის შესახებ იმსჯელეს:​„საბჭომ განიხილა წინადადებები, რომელიც წარმოადგინა დაავადებათა კონტ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად