Baby Bag

ამირან გამყრელიძემ ფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა

ამირან გამყრელიძემ ფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა.

,,მე გაკეთებული მაქვს სინოფარმი მაისში, ორჯერ და ახლა იცით, რომ გუშინწინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერი შეიძლება 6 თვეზე ნებისმიერი ვაქცინით. მაგრამ ადამიანები ვინც არიან 60 წელზე ზემოთ, მათ შეუძლიათ ვინც აცრილი არიან სინოფარმით, სინოვაკით, 3-დან 6 თვემდე, ამიტომ, ამ რეგულაციას მე ვიცავ. მე უკვე გამივიდა 5-ნახევარი თვე მეორე აცრიდან და დღეს მოვედი ასაცრელად, ოღონდ გავიკეთე დღეს ფაიზერი. სპეციალურად გავიკეთე ფაიზერი დღეს, რომ ხალხი დავარწმუნო. მოგეხსენებათ, ბევრი მოარული ჭორი არის სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს გაუვიდა ვადა”- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 


შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა აღვიდგინოთ ძალები კორონავირუსის გადატანის შემდეგ? - სუნთქვის ვარჯიშები თამარ დაუსისგან

როგორ უნდა აღვიდგინოთ ძალები კორონავირუსის გადატანის შემდეგ? - სუნთქვის ვარჯიშები თამარ დაუსისგან

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ექთანი თამარ დაუსი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ძალების აღდგენის თემაზე საუბრობს. 

ნახეთ როგორ უნდა გააკეთოთ სუნთქვის ვარჯიშები სწორად👇

წაიკითხეთ სრულად