Baby Bag

,,ვერ არის საქმე კარგად'' - გიორგი ფხაკაძე ახალი ინფორმაციით

,,ვერ არის საქმე კარგად'' - გიორგი ფხაკაძე ახალი ინფორმაციით

პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

,,ვერ არის საქმე კარგად

გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 - ოფიციალური სახელი, ალბათ ამ დღეებში ექნება სავარაუდო სახელია “ნუ” Nu.

სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს. ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია

ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა მეზობელ 6 ქვეყანაში (ბოტსვანა, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი, ზიმბაბვე) და შორეულ ჰონგკონგში

რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!

ძალიან სწრაფად ვრცელდება,

საკმაოდ ბევრი მუტაცია აქვს,

შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში,

არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი იქნება ნათელი დაახლოებით 2 კვირაში.

რატომ არის ამდენი მუტაცია სამხრეთ აფრიკაში? იმიტომ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 24% არის აცრილი და უმრავლესობა არის დაინფიცირებული… არაფერს გაგონებთ?!… ჩვენ ისე ვიზამთ, რომ ქართულ ვარიანტსაც შევქმნით…:(

რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და მით უფრო ბევრი მუტაცია ჩნდება… ეს არის ევოლუციის კანონი (ვინც ბიოლოგია სკოლაში ისწავლეთ, იმედია, გახსოვთ. ვინც გააცდინეთ ეს გაკვეთილები, ჯობს, კომენტარების წერა არ დაიწყოთ, ნუ გაასაჯაროვებთ თქვენს “განათლებულობას”).

რა უნდა ქნას სახელმწიფომ ახლა:

დროებით ჩაკეტოს შემოსვლა სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანიდან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან, ზიმბაბვედან, და ჰონკონგიდან

რა უნდა გააკეთოთ თქვენ:

მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები

ჯანმრთელობას გისურვებთ …

Covid: New heavily mutated variant B.1.1.529 in South Africa raises concern

South Africa to be put on England’s travel red list over new Covid variant

https://www.nature.com/articles/d41586-021-03552-...

https://www.bbc.com/news/health-59418127

https://www.theguardian.com/.../scientists-call-f...

https://www.euronews.com/.../what-we-know-so-far-...

https://www.france24.com/.../20211125-scientists-...

https://news.sky.com/.../covid-19-new-coronavirus...

https://timesofindia.indiatimes.com/.../arti.../8...

https://www.nytimes.com/.../covid-vaccine-booster...

https://www.cnbc.com/.../who-calls-special-meetin...

https://www.itv.com/.../south-africa-red-list-and... - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

პოლიციამ 19 წლის გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზრახველთან - ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს - 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.

სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო, ფ.ა. და ი.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წაიკითხეთ სრულად