Baby Bag

„მუდმივი მწვანე პასპორტის „ავტორებს" კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ,“ - გიორგი ფხაკაძე

„მუდმივი მწვანე პასპორტის „ავტორებს" კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში მუდმივი მწვანე პასპორტების შემოღება გააკრიტიკა:

„სიტყვა-სიტყვით მიჯერებენ....

ოღონდ მე ვმუშაობ და ხელფასს ეგენი იღებენ...

ისე, ჩანს, მუდმივი მწვანე პასპორტის ავტორებს" კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ. კოვიდი არ არის წითელა და არ არის სეზონური გრიპი”. (ვინ არის ეს ხალხი, ხომ არ იცით?!)

არაერთხელ ვთქვი:

ჯანდაცვის სისტემის მიერ არჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია- ეს არის დანაშაული!

დღემდე ბევრს სჯერა, რომ კოვიდ-19 დაავადების საწინააღმდეგო-პროფილაქტიკური ვაქცინები - ექსპერიმენტულია" (სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიც არიან ამ ჩამონათვალში). ფაიზერი უკვე მიიღო ამერიკის წამლის სააგენტოდან ყველა ავტორიზაცია!

მოსახლეობა არ არის ვალდებული, ინფორმაცია მოიპოვოს", ხელისუფლების ვალდებულებაა მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია მარტივ და გასაგებ ენაზე.

არ შეიძლება ასე....არ შეიძლება ასე გაგრძელება. ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ყველა თავის კუთვნილ ადგილზე უნდა იყოს!

არაპროფესიონალიზმი კლავს!“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ წამოდგომისას გონება გებინდებათ, გული გიჩქარდებათ, აი, რა არის მიზეზი და როგორ უნდა მოაგვაროთ

თუ წამოდგომისას გონება გებინდებათ, გული გიჩქარდებათ, აი, რა არის მიზეზი და როგორ უნდა მოაგვაროთ

თუ წამოდგომისას გონება გებინდებათ, გული გიჩქარდებათ, აი, რა არის მიზეზი და როგორ უნდა მოაგვაროთ  - აღნიშნულ თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

იხილეთ ვიდეო


წყარო: ​Usmle

წაიკითხეთ სრულად