Baby Bag

„მუდმივი მწვანე პასპორტის „ავტორებს" კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ,“ - გიორგი ფხაკაძე

„მუდმივი მწვანე პასპორტის „ავტორებს" კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში მუდმივი მწვანე პასპორტების შემოღება გააკრიტიკა:

„სიტყვა-სიტყვით მიჯერებენ....

ოღონდ მე ვმუშაობ და ხელფასს ეგენი იღებენ...

ისე, ჩანს, მუდმივი მწვანე პასპორტის ავტორებს" კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ. კოვიდი არ არის წითელა და არ არის სეზონური გრიპი”. (ვინ არის ეს ხალხი, ხომ არ იცით?!)

არაერთხელ ვთქვი:

ჯანდაცვის სისტემის მიერ არჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია- ეს არის დანაშაული!

დღემდე ბევრს სჯერა, რომ კოვიდ-19 დაავადების საწინააღმდეგო-პროფილაქტიკური ვაქცინები - ექსპერიმენტულია" (სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიც არიან ამ ჩამონათვალში). ფაიზერი უკვე მიიღო ამერიკის წამლის სააგენტოდან ყველა ავტორიზაცია!

მოსახლეობა არ არის ვალდებული, ინფორმაცია მოიპოვოს", ხელისუფლების ვალდებულებაა მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია მარტივ და გასაგებ ენაზე.

არ შეიძლება ასე....არ შეიძლება ასე გაგრძელება. ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ყველა თავის კუთვნილ ადგილზე უნდა იყოს!

არაპროფესიონალიზმი კლავს!“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს'' - ეკატერინე ტიკარაძე

,,საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს'' - ეკატერინე ტიკარაძე

საკუთარ ვაქცინას ექიმებს ვუთმობ, რადგან ეს ჯგუფი პრიორიტეტია - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ​„რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ეს პროცესი რთული რომ იქნებოდა, გათვითცნობიერებული გვქონდა და მზაობა იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ როგორც მზაობა, ასევე სანდოობა უფრო გაიზრდება. ჩვენი ექიმებიც, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი წინა ხაზზე იმყოფებიან, პრიორიტეტული ჯგუფია და სწორედ ამიტომ ვცრით მათ პირველ რიგში. ეს არის ზრუნვის კომპონენტი, ჩვენ ვუფრთხილდებით მათ, ეს არის საერთაშორისო მიდგომა ექიმების მიმართ. სწორედ ამიტომ ჩვენს საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს, ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ პირველები აიცრან. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ნახეთ ვიდეო ☝️ 

წაიკითხეთ სრულად