Baby Bag

საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორივე შემთხვევაში ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ დუბაიში. ორივე იზოლირებულია, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში - 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი - საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ომიკრონით დაზაფრულებს დღის ბოლო სიახლე შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს,“ -...
​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც „ომიკრონის“ ახალი შტამის აღმოჩენას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამხრეთ აფრიკელი ექიმის განცხადება ახალ ვარიანტთან დაკ...
„იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს,“ - პედ...
​იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „ომიკრონი“ პანდემ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„​არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა და და განწირული მამის ხმა: სად ხართ, შვილებო?! ღმერთო, დამეხმარე!“ - გიორგი კეკელიძე

„​არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა და და განწირული მამის ხმა: სად ხართ, შვილებო?! ღმერთო, დამეხმარე!“ - გიორგი კეკელიძე

ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე წერს:

​„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა. თითქოს სხვა სამყარო, რომელიც ირგვლივაა, საკუთარი წარსულით და მომავლით, უქმდება და უფასურდება.

და განწირული მამის ხმა: სად ხართ, შვილებო?! ღმერთო, დამეხმარე!

თვითონაც ნანგრევებად ქცეულები, ვუყურებთ ეკრანს, რომელიც თავგნაწირული მაშველების ფონზე, გარდაცვლილების რიცხვის ზრდას გვაცნობს. ვუყურებთ და ვერაფერს ვფიქრობთ.

ახლა სხვა ყველაფერი ყალბი მგონია, გარდა ამ გაყინული, უფიქრო შეძრწუნებისა. ის სიტყვებიც ყალბია, რომ თითქოს წუთისოფლის წამიერება შევიგრძენით და უფრო დავაფასებთ ერთმანეთს და ცოცხლად ნაკლებად დავღრღნით. ყველაფერი ყალბია, გარდა იმ ორ „ჯანმრთელ“ სახლს შორის სიკვდილის ღია პირივით დაფჩენილი ნასახლარი ნაპრალისა.

ეს ნანგრევების დღე და ღამეა და ასეც დარჩება ჩვენს ბედკრულ ისტორიაში,“ - წერს გიორგი კეკელიძე.

წაიკითხეთ სრულად