Baby Bag

კოვიდის საწინააღმდეგო პირველ დასალევ პრეპარატს ავტორიზაცია მისცეს, წამალი გამოიყენება 12 წლიდან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდის დროს

კოვიდის საწინააღმდეგო პირველ დასალევ პრეპარატს ავტორიზაცია მისცეს, წამალი გამოიყენება 12 წლიდან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდის დროს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კოვიდის საწინააღმდეგო პირველ დასალევ ანტივირუსულ პრეპარატზე წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

​ამერიკის წამლის სააგენტომ ავტორიზაცია მისცა პირველ დასალევ კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსულ პრეპარატს - Plaxovid-ს. წამალი გამოიყენება 12 წლიდან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდის დროს იმ პირებში, რომელთაც აქვთ დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის გაზრდილი რისკი. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ეს წამალი ომიკრონის ტალღის ტრაექტორიის შეცვლას“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

„თუ ომიკრონი გახდება დომინანტური, ჩნდება რისკი, რომ დროის ერთ მონაკვეთში დაგროვდეს 100 000...
​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოში ომიკრონის შტამის გავრცელების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა:„გავრცელების სისწრაფის გამო დროის მოკლე მონაკვეთში, თუ ჩვენ დიდი რაოდენობით...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მნიშვნელოვანია ვირუსთან ადაპტაცია''

,,მნიშვნელოვანია ვირუსთან ადაპტაცია''
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა. 

ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში არსებული მდგომარეობა და ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი მართვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროტოკოლებს, რომელთა მუდმივი განახლება მნიშვნელოვანია, პაციენტების მართვის პროცესის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით.

როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მართვის პროცესში პრიორიტეტია, არ გაუარესდეს პაციენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი. მანვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველო დღემდე ინარჩუნებს ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს 1 მლნ მოსახლეზე ლეტალობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

აგრეთვე, აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, მინიმუმ 4 000 საწოლია მობილიზებული და მთავრობის ამოცანაა, მათ შორის დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი ადგილი ჰოსპიტალურ სექტორში იყოს მზადყოფნაში. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ პროცესი მართვადია და ქვეყანა მზად არის, გაუმკლავდეს მეორე ტალღას - წესების დაცვასა და წერტილოვან შეზღუდვებს შორის ბალანსით.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება და მნიშვნელოვანია ვირუსთან ადაპტაცია, მათ შორის, ელემენტარული წესების დაცვა - პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და არასაჭირო შეკრებებისგან თავის შეკავება.


წაიკითხეთ სრულად