„დედა, რომელიც ნერვიულობს, რომ ბავშვმა საერთოდ არ ჭამა, ან არ ჭამა საკმარისი საჭმელი, იწყებს დაძალებს, რაც არის ფუნდამენტური შეცდომა. ჭამა არის სიამოვნების მომგვრელი რამ, უცებ კი ამ სიამოვნების პროცესს შენ გადაუქცევ დისციპლინად. ეს კი უკვე მის ფსიქიკაში იწვევს ცვლილებას. უჭმელი ბავშვი ყოველთვის ძალადობის მსხვერპლია, აუცილებლად ბავშვი თავის სარგოს მიიღებს. შემდეგი დიდი შეცდომა კითხვის დაძალებაა.
თუ ადამიანს წიგნის კითხვა არ ვუქციეთ სიამოვნებად, ეს მისთვის გახდება სავალდებულო. თქვენი საყვარელი წიგნი ყოველთვის პასუხობს თქვენს რაღაც შეკითხვას. თუ თქვენ თქვენი თავი, გრძნობა, შეკითხვა ვერ აღმოაჩინეთ, თვითენდიფიკაცია ვერ გააკეთეთ, წიგნი არ მოგეწონებათ. ერთ პატარა საყვარელ ბიჭს, რომელიც სულ ნაგვით გამოტენილი ჯიბეებით დადიოდა, ვეუბნებოდი, რომ შენ ხარ ნამდვილი ტომ სოიერი. ბოლოს მკითხა, ვინ არის ეს ტომ სოიერი, რატომ ვარ ტომ სოიერიო. დიდი სიხარულით წაიკითხა ტომ სოიერი, რადგან იქ ეძებდა თავის თავს. ასევე ერთი გოგონა, რომელიც ისეთი ძლიერი და ღონიერი იყო, რომ ხელში მწევდა, იმას ვეუბნებოდი, რომ ნამდვილი პეპი ხარ თქო. ვცდილობდი, რომ მათ ეპოვნათ იმ წიგნში რაღაც მნიშვნელოვანი. მთავარია, არ მოხდეს დაძალება და მოხდეს დაინტერესება.
საქართველოში ბავშვების 99 პროცენტი ამბობს, რომ ვერ იტანს ფიზიკას, ეს ხომ პედაგოგის ბრალია. ამ დროს ეს არის საგანი, რომელიც ყველაფრის პასუხს გაძლევს, უცებ აღმოჩნდება, რომ არც ერთ ბავშვს ის არ აინტერესებს. მერე მშვენივრად ჩაუჯდებიან ხოლმე „დისქავერის“ გადაცემას და უყურებენ ასტროფიზიკაზე გადაცემას. მე შაყირით მაქვს ნასწავლი რაღაცეები, რაც არ მომწონდა. აი რაც მომწონდა, ის უფრო დამავიწყდა და რაც „ღადაობით” ვისწავლე, ის უფრო მიყვარს. ანუ თუ ბავშვს რაღაც არ მოსწონს, ჯობს ასოციაციური კავშირი გავაბათ მხიარულებასთან.“
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)