Baby Bag

„წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ“

„წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ“

„ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება ხელფასი, ხოლო წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ​,“ - აღიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. 

მისი განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, მასწავლებლის ხელფასი შემდეგი კომპონენტისგან შედგება: ჩატარებული საათების რაოდენობა, განათლება, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სტატუსის დანამატი:

„განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების, კომპეტენციის, სტაჟის და საგაკვეთილო დატვირთვისგან; მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი - რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეებისა და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს მოსწავლის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ვალდებულებასა და სამუშაოს, რომლებშიც მასწავლებლები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან. მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინსების მიღმა მიიღებს დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან. მასწავლებლის სახელფასო სქემა დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის სისტემას“, - დასძინა განათლების მინისტრმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასალა პედაგოგებისთვის, რომლის საშუალებითაც საგამოცდო საკითხებს გაეცნობიან

მასალა პედაგოგებისთვის, რომლის საშუალებითაც საგამოცდო საკითხებს გაეცნობიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს საგამოცდო საკითხებს სთავაზობს. 

იხილეთ საგამოცდო საკითხები საგნების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
მათემატიკა (I-VI)
მათემატიკა აზერბაიჯანულად (I-VI)
მათემატიკა სომხურად (I-VI)
მათემატიკა რუსულად (I-VI)
ბუნებისმეტყველება (I-VI) ქართულად
ბუნებისმეტყველება (I-VI) აზერბაიჯანულად
ბუნებისმეტყველება (I-VI) სომხურად
ბუნებისმეტყველება (I-VI) - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
მათემატიკა (VII-XII) - პასუხები
გეოგრაფია - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
სამოქალაქო განათლება - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
ინგლისური ენა - შეფასების სქემა

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული დავალებები (სამუშაო ფაილების საბოლოო სახე)
ფიზიკა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
ქიმია - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
წაიკითხეთ სრულად