„წარმოუდგენელია ამდენი ტრაგედიის ატანა... სადაც არ უნდა გაიხედო უბედურება ტრიალებს.
შემძრა პატარას ამბავმა.
რა გახდა პატარების კანონით დაცვა ისევე,როგორც ეს ამერიკაშია. თვე არ გავა მსგავსი ისტორია არ მოვისმინოთ.
ნიუ-იორკში სავალდებულოა ფანჯრების და აივნების გისოსებით დაცვა იქ სადაც ბავშვები ცხოვრობენ. ერთი დღის ბავშვი რომ მოვიყვანე სახლში,
იქნებ სახელმწიფომ იზრუნოს, ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ასე დავიცვათ ცნობისმოყვარე პატარები.
შავი გისოსებით ჩვენი ფანჯრებია. ასე ვხვდები ხოლმე სად ცხოვრობენ ბავშვები ნიუ-იორკულ სახლებში. ამ სადარბაზოში მხოლოდ ჩვენ გვყავს პატარები, შესაბამისად შავი გისოსებიც ჩვენს ფანჯრებს გამოარჩევს,“- აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.
ექიმი ნანა გეგეჭკორი ტელეწამყვანისა და თეატრმცოდნის ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. ნიკოლოზ წულუკიძის მცირეწლოვანი შვილი კიტა წულუკიძე შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.