Baby Bag

„გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება!'' - რა საფრთხეებზე საუბრობს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება!'' - რა საფრთხეებზე საუბრობს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
„ძალიან გთხოვთ, არ მითხრათ შვილი ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი და რასაც მინდა იმას ვუზამო. გრძნობთ ალბათ, რომ გაღიზიანებული და გაკვირვებული ვარ მომხდარი ფაქტით, ვერასოდეს ვერ შევეგუები როგორც ადამიანი და განსაკუთრებით როგორც ექიმი, როცა ბავშვს სახეზე და ხელის მტევნებზე (ძირითადად თითებს იდებენ და წოვენ პაწუკები) განსაკუთრებით კი ცხვირ-ტუჩის მიდამოში კოცნიან ახლობლები.პირის ღრუში უამრავი სხვადასხვა მიკროორგანიზმი ბინადრობს: ვირუსები, სოკოები, უმარტივესები, ბაქტერიები, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილია ბაქტერიები: ნერწყვის ყოველი მილილიტრი შეიცავს 650 მდე სხვადასხვა სახეობის 100 მილიონ ბაქტერიას, რომელთა უდიდესი ნაწილი იწვევს პირის ღრუს (მათ შორის, ორალური გზით გადამდები) დაავადებების განვითარებას... ლორწოვანის, ლორწოვანთან კონტაქტით ვრცელდება ინფექციური მონონუკლეოზიც, რომელსაც ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს და ხასიათდება იმუნიტეტის მკვეთრი დათრგუნვით (ხშირად სვამთ ხოლმე კითხვებს ამ დაავადებასთან დაკავშირებით) ნათქვამია, ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ პირის ღრუ და კბილები ჯანმრთელი აქვსო... ბაქტერიის პრეზენტაცია ორგანიზმში ცხვირის ან პირის ღრუდან იწყება ძირითადად, ხოდა გეკითხებით, რას ერჩით თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას??? გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება! აბა სად ვაკოცოთო მკითხავთ... ტაკოზე აკოცეთ, უფრო გემრიელია.“
პადიატრი ინგა მამუჩიშვილი

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ წვიმიანი ამინდია და თოვლია, შეგვიძლია სახლში მოსულ სტუმარს ბახილები ჩავაცვათ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

„თუ წვიმიანი ამინდია და თოვლია, შეგვიძლია სახლში მოსულ სტუმარს ბახილები ჩავაცვათ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ სახლში ჩვილის ყოფნის პირობებში სტუმრის მიღებისას აუცილებელი ჰიგიენის წესების დაცვის საჭიროებაზე ისაუბრა:

„როდესაც ძაღლი ეზოდან სეირნობის შემდეგ სახლში ამოგყავთ, სასურველია ფეხები გაუწმინდოთ, გაუსუფთავოთ. რაც შეეხება პანდემიისა და ეპიდემიის პერიოდს, ძირითადად ამ დროს ვითარდება ნებისმიერი ეპიდემია. კოვიდამდეც არსებობდა ეს ზამთრის სეზონში. ზედმეტად ჰიგიენა დიდად არც აქ არის სასურველი.“

ანა მაღრაძის თქმით, სასურველია, რომ სტუმარმა ფეხსაცმელი გაიწმინდოს, ხოლო თუ დასვრილი ფეხსაცმლით მოდის, ბახილები ჩაიცვას:

„როდესაც სტუმარი მოდის, სასურველია ფეხსაცმელი გაიწმინდოს​. თუ წვიმიანი ამინდია, თოვლია და შეიძლება ის დასვრილი ფეხსაცმლით შემოვიდეს, შეგვიძლია ჩავაცვათ ბახილები, ან დატოვოს ფეხსაცმელი.“

„შეგვიძლია კართან დეზობარიერიც შევქმნათ, სადაც სტუმარი დაიმუშავებს ფეხსაცმელებს და ისე შემოვა. ხელის დაბანა და პირბადე, რა თქმა უნდა საჭიროა,“ - აღნიშნა ანა მაღრაძემ.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად