Baby Bag

„გემუდარებით, არაფრის გამო არ მოიკლათ თავი... სირთულე არ არის მუდმივი“ - პეტრე კოლხი

„გემუდარებით, არაფრის გამო არ მოიკლათ თავი... სირთულე არ არის მუდმივი“ - პეტრე კოლხი
„გემუდარებით, არაფრის გამო არ მოიკლათ თავი... ამით მხოლოდ შურს საკუთარ თავზე იძიებთ... გამოსავალი სულ არ არსებობს... ღმერთმა ყველაზე მთავარი გვაჩუქა-სიცოცხლე... გესმით?! ყველაფერზე ძვირფასია სიცოცხლე... ნუ დააჩქარებთ მოვლენებს... ამქვეყნიდან ისედაც ყველა გავდივართ... ყველას მოგვიწევს იმ გვირაბის გავლა, რომელიც ამ სამყაროში დაფარულია... იტირე, იყვირე, იკივლე, იდაყვები დაიგლიჯე, მაგრამ ფანჯარასთან გაბრაზებული ნურასდროს მიხვალ... ნურც ხიდის მოაჯირს გადაეყუდები... ნურც თოკს ჩამოჰკიდებ ხეზე... სირთულე არ არის მუდმივი... ის აუცილებლად გადაივლის, ჩამოგშორდება, თუ შეაშინებ, თუ შეუღრენ... თვითმკვლელობა ყველაზე შემზარავი განაჩენია... თუ თვლი, რომ გაუსაძლის მდგომარეობას გაურბიხარ, უფრო გაუსაძლის სიტუაციაში აღმოჩნდები... ჩვენი ცხოვრება ისედაც დილიდან საღამომდეა... ნუთუ ამ მოკლე ხანში, ვერაფერი უნდა მოვასწროთ, თვითმკვლეობის გარდა?!“

ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''
,,ეს დღეებია, რამდენ სიკვდილს შევეჩეხეთ და არაერთი ახალგაზრდისას. მერე იყო მიშვერილი კამერები და თვალებდაუფსკრულებული ქალების მიწას დაბჯენილი მზერა. და კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".

შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.''

ავტორი: გიორგი კეკელიძე


წაიკითხეთ სრულად