Baby Bag

„მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი, რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის აბსოლუტური ცოდნა...“

„მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი, რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის აბსოლუტური ცოდნა...“

სინგაპურის ერთერთი სკოლის დირექტორის მიმართვა მშობლებს: 

„ძვირფასო მშობლებო, მალე თქვენს შვილებს გამოცდები დაეწყებათ. ვიცი, რომ ყველანი ძალიან ნერვიულობთ და განიცდით, ვინაიდან გსურთ, რომ ბავშვებმა გამოცდები კარგად ჩააბარონ. მაგრამ, გთხოვთ, გახსოვდეთ! მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი, რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის აბსოლუტური ცოდნა; იქნება მეწარმე, რომლისთვისაც არც ისე მნიშვნელოვანია ისტორია და ინგლისური ლიტერატურა; მუსიკოსი, რომელსაც არასდროს გამოადგება ქიმია; სპორტსმენი, რომლისთვისაც ფიზკულტურა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკა. ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენი შვილები კარგ ნიშნებს მიიღებენ, მაგრამ, გეთაყვა, თუ ასე არ მოხდება, გთხოვთ, ნუ ჩაკლავთ მათში თავდაჯერებულობისა და ღირსების გრძნობას. უთხარით მათ, რომ ეს ნორმალურია, რომ ეს უბრალოდ გამოცდაა. ისინი ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არიან მოვლენილი ამქვეყნად. უთხარით მათ, რომ გიყვართ და არ განსჯით, როგორი შეფასებებიც არ უნდა მიიღონ.გთხოვთ, ასე მოიქეცით და მერე უბრალოდ თვალყური ადევნეთ, როგორ დაიპყრობენ მომავალში სამყაროს. ერთი გამოცდა თუ ცუდი ნიშანი ვერაფერს დააკლებს მათ ნიჭს და ვერ წაართმევს ოცნებას! და, კიდევ, გთხოვთ, ნუ მიიჩნევთ ექიმებსა და ინჟინრებს, როგორც ერთადერთ ბედნიერ ადამიანებს პლანეტაზე. საუკეთესო სურვილებით, სკოლის დირექტორი“.

შეიძლება დაინტერესდეთ

ცვლილებები 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში 3 აპრილის მონაცემებით

ცვლილებები 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში 3 აპრილის მონაცემებით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ:

● ცვლილებები აბიტურიენტთ​ა ცნობარში

● ცნობარ​ი აბიტურიენტებისათვის 2020

შეგახსენებთ, აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გახანგრძლივდა. გამოცდებზე დარეგისტრირებას აბიტურიენტები ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge 30 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. 

წაიკითხეთ სრულად