„ისე მოხდენილად მართავს თბილისის დიდ ლურჯ ავტობუსს მადონა დალაქიშვილი, გეგონებათ, ბავშვობიდან საჭესთან ზისო. მშვიდი და გაწონასწორებულია. იუმორიც კარგი აქვს. სულ 2 წელია, რაც ავტობუსს მართავს და სიამოვნებს, რომ უამრავ ადამიანს ხვდება. მადონა ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც დარწმუმებულია, რომ ქალს უამრავი პროფესიის ათვისება შეუძლია და მიიჩნევს, რომ ე.წ მამაკაცური სამსახური სტერეოტიპია. წარმატებები ახალგაზრდა მძღოლს.''