Baby Bag

„9 თვე ორ­სუ­ლი ვთა­მა­შობ­დი კა­ზი­ნო­ში“ - თეა დარჩია ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე საუბრობს

„9 თვე ორ­სუ­ლი ვთა­მა­შობ­დი კა­ზი­ნო­ში“ - თეა დარჩია ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე საუბრობს

რე­პე­ტი­ცი­ი­დან გა­მოვ­დი­ო­დი, შევ­იდიო­დი კა­ზი­ნო­ში, კა­ზი­ნო­დან გა­მოვ­დი­ო­დი, შევ­იდო­დი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე...  ეს გრძელდებოდა 5 წელი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ტვი­ნი მეყო და ისე­თი თან­ხა არ წა­მი­გია, რომ დავღუპულიყავით მეც და ჩემი ოჯა­ხიც.

თამაშის დროს კარ­გავ ჯან­მრთე­ლო­ბას, დროს, ნერ­ვებს, ფულ­ზე აღარც არის ლა­პა­რა­კი... იქ ცხოვ­რე­ბას კარ­გავ... საათი არსად არ არის, დღეა-ღამეა ვერ გაიგებ, გა­ზომ­ბე­ბუ­ლი თა­მა­შობ, იმის­თვის კი არა, რომ ფული მო­ი­გო, იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო დიდხანს ითა­მა­შო...

ახალ თა­ო­ბას მთე­ლი გუ­ლით ვთხოვ, არ გე­გო­ნოთ რომ თქვენ ეს არ და­გე­მარ­თე­ბათ, მეც მე­გო­ნა, რომ ერთხელ გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ... ლასვეგასში როგორ არ უნდა ითამაშო?! ლიფტშიც და ტუალეტშიც სათამაშო აპარატებია, რომ ერთი წამი არ მოცდე. ლასვეგასიდან გამომყვა აქაც თამაშის მიმართ დამოკიდებულება. იქ 20 კაპიკით მოვიგე 1500 დოლარი. ვიფიქრე, რა მაგარი ვარ. როგორც ამას გაიაზრებ, რომ მაგარი ხარ, ეგრევე ცუდად არის შენი საქმე. 

დღემ­დე ლომ­ბარ­დშია მთე­ლი ჩემი ოქ­რო­უ­ლო­ბა და ბრი­ლი­ან­ტე­ბი, რა­საც ბე­ბია და დედა მიგ­რო­ვებ­დნენ... გამ­ქონ­და და შე­მომ­ქონ­და, გამ­ქონ­და და შე­მომ­ქონ­და... მე მიშ­ვე­ლა ღმერ­თმა, ეკლესიამ, სხვა გამოსავალი არ არის. 

9 თვის ფეხმძიმე ვი­ყა­ვი მე­ო­რე შვილ­ზე, მი­რი­ან­ზე. სახ­ლში მი­ვე­დი, აბა­ზა­ნა­ში შე­ვე­დი და მივ­ხვდი, რომ მეწყე­ბა მშო­ბი­ა­რო­ბა. გავ­ვარ­დით სამ­შო­ბი­ა­რო­ში, ორ სა­ათ­ში ვიმ­შო­ბი­ა­რე და ცოტა ხან­ში მი­რე­კა­ვენ კა­ზი­ნოს მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი: თეა, დღეს რო­მელ­ზე მოხ­ვა­ლო. ვუ­თხა­რი, დღეს ბიჭი გა­ვა­ჩი­ნე, ვერ მო­ვალ-­მეთ­ქი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 9 თვე ისი­ნი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე იყ­ვნენ, რო­გორ მეზ­რდე­ბო­და შვი­ლი მუ­ცელ­ში, 9 თვე ორსული ვთა­მა­შობ­დი კა­ზი­ნო­ში... ნორ­მა­ლუ­რი ვი­ყა­ვი მე?! მახ­სოვს მი­წისძვრა მოხ­და, კე­დე­ლი გა­იხ­სნა კაზი­ნო­სი, „ლუსტრა“ ჩა­მო­ვარ­და დოლურაზე, ყვე­ლა გარ­ბო­და, მე კი მო­გე­ბუ­ლი „ფიშ­კე­ბით“ ვი­ჯე­ქი მაგიდას­თან და არ ვიძროდი.

ჩემ­მა ქმარ­მა, გუ­ჯამ იმ­დე­ნი გა­და­ი­ტა­ნა მაგ დროს, მა­მა­ომ უთხრა - სა­სუ­ფე­ველ­ში გზა ხსნი­ლი გაქვს, შეგიძლია, დილა-საღამოს ლოც­ვე­ბიც აღარ იკი­თხოო...

ამ ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ ვყვე­ბი, რომ ბავ­შვე­ბი მის­მე­ნენ, თან ჩემი მოს­წავ­ლეა ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო და ზუსტად იცი­ან, რომ არ ვა­ტყუ­ებ არც ერთ სი­ტყვას. თუ დრო გაქვთ და­სა­კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბა, დასაკარგი ცხოვ­რე­ბა, და­სა­კარ­გი ფუ­ლიც კი ბა­ტო­ნო... თა­მაშ­ში რომ ვინ­მე რა­მეს იგებ­დეს...“

თავისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე მოცეკვავე თეა დარჩიამ გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა. ​

შეიძლება დაინტერესდეთ

„გუშინ სანი 1 წლის გახდა, უკვე დიდი ბიჭია, მე კი მრცხვენოდა, რომ მიხაროდა,“ - არჩილ სოლოღაშვილი

„გუშინ სანი 1 წლის გახდა, უკვე დიდი ბიჭია, მე კი მრცხვენოდა, რომ მიხაროდა,“ - არჩილ სოლოღაშვილი

ტელეწამყვანმა არჩილ სოლოღაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მისი შვილი, პატარა სანი 1 წლის გახდა. არჩილ სოლოღაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო მას შვილის იუბილეზე სიხარულის შეგრძნების გამო რცხვენოდა:

„გუშინ სანი 1 წლის გახდა. უკვე დიდი ბიჭია და მე კიდე მრცხვენოდა, რომ მიხაროდა. მრცხვენოდა, რომ მავიწყდებოდა ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც ამდენი უდანაშაულო ბავშვი იღუპება და ეწირება ნადირებთან ბრძოლას. ყველა ბავშვი იმსახურებს ნათელ და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას.

მადლობა ყველას, ვინც მოგვილოცეთ და ბოდიში ვისაც ვერ გიპასუხეთ.

დიდება უკრაინას, დიდება გმირებს,”- წერს არჩილ სოლოღაშვილი.

წაიკითხეთ სრულად