Baby Bag

„იმდენად მეშინია უარის, რომ არავისთვის არაფერი მითხოვია... არც ღმერთისთვის“

„იმდენად მეშინია უარის, რომ არავისთვის არაფერი მითხოვია... არც ღმერთისთვის“
„​ადრეულმა პრივილეგირებულმა ბავშვობამ არ შემაჩვია უარის გაგონებას. ამან დაღი დაასვა მთელ ჩემს შემდგომ ცხოვრებას. იმდენად მეშინია უარის, რომ არავისთვის არაფერი მითხოვია. არც ღმერთისთვის.“

გელა ჩარკვიანი​

ფოტო: გურანდა ანჩაბაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''
,,ეს დღეებია, რამდენ სიკვდილს შევეჩეხეთ და არაერთი ახალგაზრდისას. მერე იყო მიშვერილი კამერები და თვალებდაუფსკრულებული ქალების მიწას დაბჯენილი მზერა. და კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".

შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.''

ავტორი: გიორგი კეკელიძე


წაიკითხეთ სრულად