Baby Bag

„ბედი გაბედვაა, ჯერ ნატვრის და შემდეგ ცდის“ - ნათია ფანჯიკიძე ბედობაზე

„ბედი გაბედვაა, ჯერ ნატვრის და შემდეგ ცდის“ - ნათია ფანჯიკიძე ბედობაზე

„დღევანდელ დღეს ხომ ხალხურად ბედობა ჰქვია, რაც რა თქმა უნდა, შტერობაა, თუმცა მხოლოდ ერთი მხრივ, რადგან მეორე მხრივ, თვითპროგრამირების მადლი შეგეწევათ თუ კარგად მოუსმენთ ამ დღეს თქვენს სურვილებს, გონებაში გაელვებულ ოცნებებს, რა განწყობის შექმნას ცდილობთ, რის დაბედებას, რა ნატვრა გაგირბენთ ფიქრში. თქვენი სურვილები იდეალური გზაა თქვენივე თავის და თქვენს ცხოვრებაში რეალური დეფიციტების აღსაქმელად. თამამად იფიქრეთ ყველაზე ველურ ოცნებაზეც კი, ისეთზეც, რომ გამოთქვათ, "გიჟი" რომ ეგონებით ვინმეს, ჯერჯერობით უხმო ფიქრები არავის ესმის და გიჟი რომ ხართ, სხვა ვერ მიხვდება, თქვენ თვითონ კი ეს ხომ ისედაც იცით. შემდეგ მხოლოდ ერთი რამ მოგეთხოვებათ, ამ შტერ, გამოგონილ დღესთან ერთად არ დაივიწყოთ ეს სურვილები და ზეძალებს არ შეატოვოთ, თქვენვე არ უღალატოთ მათზე ფიქრს. ბედი გაბედვაა, ჯერ ნატვრის და შემდეგ ცდის.“


ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე



შეიძლება დაინტერესდეთ

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''
,,ეს დღეებია, რამდენ სიკვდილს შევეჩეხეთ და არაერთი ახალგაზრდისას. მერე იყო მიშვერილი კამერები და თვალებდაუფსკრულებული ქალების მიწას დაბჯენილი მზერა. და კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".

შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.''

ავტორი: გიორგი კეკელიძე


წაიკითხეთ სრულად