Baby Bag

„ცოლი რაკი გახდი, ქალი აღარ ხარ? - აუცილებლად მიხედე თავს და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ქალი ხარ...“

„ცოლი რაკი გახდი, ქალი აღარ ხარ? - აუცილებლად მიხედე თავს და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ქალი ხარ...“
  • ქალს უნდა აგრძნობინო, რომ ის ქალღმერთია და შენ ღმერთკაცად გაქცევს
  • ქალი მელოდიაა - ის ქმნის ოჯახის მუსიკას
  • ქმარი ქალის პირველი შვილია და მის ქმრად და მამად აღზრდაშიც უნდა შეიტანოს წვლილი
  • ცოლი რაკი გახდი, ქალი აღარ ხარ? აუცილებლად მიხედე თავს და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ქალი ხარ
  • სულ უნდა იყო ამოუცნობი ქმრისთვის – რაღაც გამაოცებელი, უცხო უნდა დარჩეს შენში მისი გადმოსახედიდან
  • კაცი ვერასდროს გახდება გმირი, თუ გვერდით კარგი ქალი არ ჰყავს
  • რომანტიკა აუცილებელია ყველა ეტაპზე – არ დაკარგოთ რომანტიკა ურთიერთობებში

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი

არ დაგავიწყდეთ !!!

​MomsEdu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''
,,ეს დღეებია, რამდენ სიკვდილს შევეჩეხეთ და არაერთი ახალგაზრდისას. მერე იყო მიშვერილი კამერები და თვალებდაუფსკრულებული ქალების მიწას დაბჯენილი მზერა. და კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".

შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.''

ავტორი: გიორგი კეკელიძე


წაიკითხეთ სრულად