Baby Bag

„ხმა გავრცელდა, სასულიერო პირი დაინფიცირდაო... ამ ინფორმაციას უმეტესობა არა გულისტკივილით, არამედ ნიშნისმოგებით იმეორებს“

„ხმა გავრცელდა, სასულიერო პირი დაინფიცირდაო... ამ ინფორმაციას უმეტესობა არა გულისტკივილით, არამედ ნიშნისმოგებით იმეორებს“

აღნიშნულის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი წერს.

„საოცარია... ხმა გავრცელდა, სასულიერო პირი დაინფიცირდაო. ძალიან სამწუხარო ფაქტია ნებისმიერი ადამიანის დაავადება, მით უფრო სასულიერო პირის, ვისაც უამრავ მორწმუნესთან აქვს შეხება, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ამ ინფორმაციას უმეტესობა არა გულისტკივილით, არამედ ნიშნისმოგებით, ცინიზმით და სარკაზმით გაჯერებული ფრაზებით იმეორებს...
გვახსოვდეს, ჩვენ ყველა ერთ მხარეს ვდგავართ და ამ მხარეს თუ ვინმე კარგად არის, ყველა კარგად ვიქნებით, ან პირიქით!..
აჟიტირებულად რატომ გინდათ ეკლესია აღდგომის დღესასწაულზე წირვის გარეშე დარჩეს...
ღმერთმა არ ქნას ასე მოხდეს. მაშინ ნახეთ განსაცდელი...
ვისაც „ძალიან შეგტკივათ გული“ სამღვდელოებაზე, ნუ ინერვიულებთ, წირვა მაინც არ ჩაიშლება, რადგან მონასტრული წესიც არსებობს... მონასტრის წევრები ილოცებენ სრულიად ერზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც უფლისმსახურება ყელში გაეჩხირა...
ჯერ იყო და გაჰკიოდნენ, ხალხი ეკლესიაში აღარ მიდის, ისეთები აკეთესო... დალოცვილო, თუ აღარავინ მოდის, მაშინ ვის მივუხუროთ ეკლესიის კარები?!
სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ზოგიერთი „ვაი ჭკუისაგან“ გადამცდარი რასაც კადრულობს, მხოლოდ ისტერიკაა... ეს კი კოვიდ 19-ისგან განსხვავებით არ იკურნება!..“

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 6 და 7 მარტს არ ჩატარდება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 6 და 7 მარტს არ ჩატარდება

ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება 2020 წლის 06 და 07 მარტს არ ჩატარდება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განახლებული ინფორმაცია ვებ გვერდზე directors.mes.gov.ge-ზე განთავსდება 20 მარტისთვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 2 200 220 (შიდა 6).

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა

წაიკითხეთ სრულად