Baby Bag

„ღირსეული კაცი არასოდეს შეურაცხყოფს მეუღლეს, არასოდეს მიანიშნებს ნაკლზე!“ - ნოდარ დუმბაძე

„ღირსეული კაცი არასოდეს შეურაცხყოფს მეუღლეს, არასოდეს მიანიშნებს ნაკლზე!“ - ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე

მამაკაცის ღირსების საზომი - მისი რჩეული ქალისადმი დამიკიდებულებაა!

ღირსეული კაცი არასოდეს შეურაცხყოფს მეუღლეს! ღირსეული კაცი ამაყობს ცოლით და შვილებით! 

არასოდეს მიანიშნებს ნაკლზე მეუღლეს!
თავმოყვარე მამაკაცის ერთადერთი საზრუნავი მისი შვილების დედაა! 

ღირსეული მამაკაცი არასოდეს პატიობს საკუთარ თავს, თუკი მეუღლის თვალებში სევდას კითხულობს!

მხოლოდ ღირსეული მამაკაცი საკუთარ თავზე მეტად მეუღლეზე ზრუნავს და ქანცგაწყეტილიც ბედნიერია! 

​ღირსეულმა მამაკაცმა იცის, რომ ცოლი ეს არის სახე ქმრისა! რომ მოსავალს წლებთან ერთად იმკის, რასაც დათესა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედაჩემი სკოლის პედაგოგი იყო, ნამდვილი ანგელოზი... მედიცინა სწორედ დამჭკნარი და დაავადებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და პირობა მივეცი, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი სახელით უამრავ ადამიანს გადავარჩენდი“

„დედაჩემი სკოლის პედაგოგი იყო, ნამდვილი ანგელოზი... მედიცინა სწორედ დამჭკნარი და დაავადებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და პირობა მივეცი, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი სახელით უამრავ ადამიანს გადავარჩენდი“

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე დედაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ​Momsedu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„დედაჩემი სკოლის პედაგოგი იყო, ნამდვილი ანგელოზი... მიუხედავად იმისა, რომ ის წლების წინ გარდაიცვალა, მისმა დაკარგვამ საბოლოოდ შეცვალა ჩემი, ჩემი დის და მამის ცხოვრება! ჩვენ არასოდეს ვსაუბრობთ დედაზე, მაგრამ მის არარსებობას წლებია უმძიმესად განვიცდით! დრო მკურნალია? - ალბათ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ყოფილა... წლების მერე ისევ მესიზმრება და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ის აღარ არის! სიზმრებში ის ისეთი ცოცხალია, ისეთი ნამდვილია... მედიცინა სწორედ დამჭკნარი და დაავადებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და გასვენების დღეს პირობა მივეცი, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი სახელით უამრავ ადამიანს გადავარჩენდი... ამ გვერდის ვიდეოებით დატვირთვა სწორედ მის გამო გადავწყვიტე და იმედია, რომ მოგეხმარებათ... მეც, მართალია, ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება მქონდა და ჯერ ისევ მაქვს, მაგრამ არანაირი დანებება! ბოლომდე! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების გამო და ამისთვის ბევრი უნდა ვისწავლოთ! უფრო ძლიერები და უფრო ჭკვიანები ვიყოთ! ისინი იმსახურებენ ამას!“ - წერს გიორგი ღოღობერიძე.

წაიკითხეთ სრულად