„ძალიან ცუდი კანონი აღმოვაჩინე. თუ არსებობს ორი ადამიანი ერთნაირი ცოდნითა და განათლებით, მაგრამ, დავუშვათ, რომ ბე უჟმურია და ცე კი გულღია და ალალი, იცი, ვის აფასებენ უფრო მეტად?
- ვის?
- ბე-ს.
- რატომ?
- რატომ და ხალხს ასე ჰგონია, თუ ადამიანი სიტყვას დაგამადლის და ამპარტავნად მოგექცევა, მაგარიაო. ექიმია ერთი, მაგალითად; იმდენი არაფერი, მაგრამ ისე აქვს გართულებული ავადმყოფების მიღება და ისე ცივად ექცევა... რა ქვიათ?.. პაციენტები! ისე ცივად ექცევა პაციენტებს, რომ მთელი ქალაქი მიაწყდა - მაგარიაო...“
ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“