Baby Bag

,,გუშინ დეიბადა, აცალეთ თვალის გამოხელა ბაღანას, ქალს მოლოგინება, ნუ მიცვინდებით ურჯუკებივით.. -უხერხულია'' - ორმოცი წლის წინ მერიკო ბებიასგან გაგონილი და დამახსოვრებული წინადადებები

,,გუშინ დეიბადა, აცალეთ თვალის გამოხელა ბაღანას, ქალს მოლოგინება, ნუ მიცვინდებით ურჯუკებივით.. -უხერხულია'' - ორმოცი წლის წინ მერიკო ბებიასგან გაგონილი და დამახსოვრებული წინადადებები

ავტორი: ზურა შევარდნაძე

 

-"სადილის დროა, ახლა ნუ წახვალ - უხერხულია"
-"მგლოვიარე ადამიანი, რომ შეგხთება, ნუ შეაფართქალდები, დაბალ ხმით მიესალმე, თავი დაუკარი- უხერხულია სხვაფერ"
-"უფროს ადამიანს შენ ნუ დაასწრებ სალამს, დეელოდე ნენა, -უხერხულია"
-"დროზე, შენით მიხთი წამოსლას.. მასპინძელი ხომ არ გეტყვის დაღამდა წაი აწი შინო? -უხერხულია"
-"ბებიაშენი, დეიდაშენი და ბიძაშენი, რუმ მოდიენ ნუ უყურებ ხელებში, გაბადრული რა მომიტანეთო..
-ნამეტანი უხერხულია"
-"ნაზიკო დაბადებიდან მოკუნცხული და კუზიანია, ნუ მიშტერებიხარ ვითამ პირველად ხედავ, სირცხვილია, სიკვტილი გავათავე გუშხამ, -უხერხულია"
-"ლილიე კაცის ხმაით, რუმ ლაპარიკობს და როხროხობს, ნუ ცქმუტავ. ამფერი ხმაიაქ და რა ქნას? -უხერხულია."
-"დეიფსო ოჯახი, მწუხარეა, მგლოვიარეა.. თქვენ რა დღეში ხართ? დუუწიეთ ხმას, -უხერხულია"
-"გუშინ დეიბადა, აცალეთ თვალის გამოხელა ბაღანას, ქალს მოლოგინება, ნუ მიცვინდებით ურჯუკებივით.. -უხერხულია"
ორმოცი წლის წინ მერიკო ბებიასგან გაგონილი და დამახსოვრებული წინადადებებია. მგონი "უხერხულიას" აღარც ვიყენებთ. ეგება მე მეჩვენება, არვიცი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არსებობენ რთული ბავშვები. ვარსებობთ ჩვენ, რთული უფროსები...“

„არ არსებობენ რთული ბავშვები. ვარსებობთ ჩვენ, რთული უფროსები...“

„არ არსებობენ რთული ბავშვები. ვარსებობთ ჩვენ, რთული უფროსები, რომლებიც უცებ ვივიწყებთ, რომ გუშინ ზუსტად მათი მსგავსი ვიყავით. ამ ბავშვს ყველამ ერთად ვკარით ხელი იმ ფანჯარასთან და ყველა მკვლელები ვართ - ყოველგვარი ლიტერატურული კეკლუცის გარეშე. სანამ არ ვისწავლით, რომ სხვადასხვა მოზარდთან ერთი და იგივე კითხვა სხვადასხვანაირად დაისმის, არაფერი გვეშველება და ვიდგებით ასე უდროო და სასტიკ სიკვდილთან პირისპირ და უკვე მიხურულ კარზე ვაკაკუნებთ.“


გიორგი კეკელიძე 

წაიკითხეთ სრულად