Baby Bag

„ბავშვების გარეშე სკოლა ოქროდაკარგული დუმილია“ - გია მურღულია

„ბავშვების გარეშე სკოლა ოქროდაკარგული დუმილია“ -  გია მურღულია

ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

უბავშვებო სკოლა ძნელი საცქერია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ და ეს საკამათო არ არის, მაგრამ... უბრალოდ, ძნელია ასეთი სიცარიელის უემოციო აღქმა. ბავშვების გარეშე სკოლა ოქროდაკარგული დუმილია.

დღეს ეკრანზე ყველა მათგანი ვნახე, მათი ხმა გავიგონე, პასუხები მოვისმინე, რაც დაგეგმილი მქონდა, ვასწავლე, დავალებაც მივეცი, ვისაუბრეთ და გავიღიმეთ კიდეც.

ეს ყველაფერი დისტანციურად მოხდა. რას ვიზამთ - ვირუსმა ჯერ-ჯერობით სხვა გზა არ დაგვიტოვა. რაც გარდაუვალია, იმაზე მოთქმა არ ღირს. გონიერი ადამიანები საქმეს ყოველგვარ ვითარებაში აკეთებენ. ამით განსხვავდებიან ისინი მიზნობრივად მოლაყბეთაგან.

დავამარცხებთ ჩვენ ამ ვირუსს - სკოლა არასდროს არავისთან აგებს ბრძოლას. არ შეიძლება, მომავალი რამეს ვაგლახად დაექვემდებაროს.

ეს ყველაფერი ჩაივლის და საკლასო ოთახებს ჩვენი ბავშვები შეავსებენ - ფიქრით, სიცელქით, კითხვებით, პასუხებით, ძიებით.

მე მათ უკვე ვხედავ აქ.

ამ სიცარიელეს გასაოცარი და მომნუსხველი სისავსე აქვს.

ისინი მაინც აქ არიან.

ვინ არის ნამდვილი მასწავლებელი? - ის არასდროს შებღალავს მოსწავლის (ზოგადად - კაცის) ღირსებ...
ვინ არის ნამდვილი მასწავლებელი? - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ​ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 
„რამდენიმე ფრაზა ჩემი მომავალი მოსწავლისთვის... არანაირ ცოდნას არავითარი მნიშვნელობა არ აქ...
ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვინმე ფიქრობს, რომ ამქვეყნად ოქრო ცოტაა და მასწავლებელი ბევრი?!“

„ვინმე ფიქრობს, რომ ამქვეყნად ოქრო ცოტაა და მასწავლებელი ბევრი?!“
„მასწავლებლობა არის მოსწავლეთათვის ისეთი რეალობის შექმნა, რომელიც მათ მისი არყოფნის დროსაც ასწავლის.

ეს რეალობა არ არის მხოლოდ ინფორმაცია ან ინტერპრერაცია, ეს - უწინარესად - განწყობა და გემოვნებაა.

გემოვნება, პირველ რიგში, ცხოვრებას სჭირდება, კერძოდ კი - ქცევას.

მასწავლებელი ერთ დღეს „კვდება“ მოსწავლეში (ვინც კარგად ასწავლის, მუდმივი დომინანტობით არასდროს ზღუდავს საკუთარ შეგირდს), მაგრამ მარადიულად ცოცხლობს მასში.

მერე რა, რომ ყოველთვის ასე არ არის - კერძო მაგალითებიც ზრდის საზოგადოებას.

და ვინმე ფიქრობს, რომ ამქვეყნად ოქრო ცოტაა და მასწავლებელი ბევრი?!“

​ავტორი ფილოლოგი გია მურღულია
წაიკითხეთ სრულად