Baby Bag

„თავი მომჭერი. რაის ფიზიკოსი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო“ - გიორგი კეკელიძე დედის წერილს აქვეყნებს

„თავი მომჭერი. რაის ფიზიკოსი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო“ - გიორგი კეკელიძე დედის წერილს აქვეყნებს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს დედამისის წერილს, რომელიც 2001 წელს მისწერა გიორგის. როგორც მწერალი აღნიშნავს, ყველა ასეთი წერილი შენახული აქვს. 

„ვკითხულობ და ვხვდები: რა არის, რაც არ უნდა გავიმეორო, რა არ არის, რაც უნდა გადავლახო, რა არის, რასაც უნდა მივაღწიო,“ - წერს გიორგი კეკელიძე.

გთავაზობთ გიორგი კეკელიძის დედის წერილს:

„ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, პლეტაზე ვათბობთ დასაბან წყალს და საჭმელის გათბობის დროზე შეიძლება დენი წევიდეს. მე ვერ გადამიყლაპია ზონდი და ნაწლავები ვერ გამომიკვლევია. არ არსებობს ჩემი გადარჩენა, არგადარჩენიზა ვარ გაწირული, მარა. იფრიალე შენ ტაქსებით მაქანე, სამძიმარზე არ მიდი ნანულის დედასთან, ფული არ მქონდა ვარკეთილში გასვლისო და ტაქსებით ფრიალობ. ყოველდილა მოსატანია წყალი ჭიდან, რომელსაც შენი ოჯახის გარდა აღარვინ ათრევს, ვიფიქრეთ მატორს ვიყიდით, ჭაში ჩავდობთ და კიდო ფულს გვთხოვ. ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა, იმ დღეს რეზიკო ვნახე, ეკლესიაში იდგა, იმფერი გაკეთებულია, მოსუქებულია, ჩამოსული იყო ბებიამისის სანახავად. თავი მომჭერი. რაის ფიზიკოსი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო. საავადმყოფოსთან, იმ გენოიეს ქარხანაში ცხობა პური და საწყალი მამაშენი იქამდე კილომეტრებს დათრაქუნობს, რომ პირში ლუკმა ჩევიდვათ. მეორე კურსზე ხარ უკვე. მაგი იმიზა ხდება, რომ ღვთის მცნებებით მცხოვრებლებს დასცინი. ვიხჩობი ხველით ამას რო გწერ, აგი ბოლოა იცოდე. ლელას გამუატანე და მადლობა უთხარი რო ჩამუა. თბილად ჩეიცვი აწი, ჟილეტს ვატან შიგნით ჩასაცმელს და წინდებს. ფულიზა აღარ დარეკო.“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედებ​ის ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

ვინ არის ნამდვილი მასწავლებელი? - ის არასდროს შებღალავს მოსწავლის (ზოგადად - კაცის) ღირსებას...

ვინ არის ნამდვილი მასწავლებელი? - ის არასდროს შებღალავს მოსწავლის (ზოგადად - კაცის) ღირსებას...

ვინ არის ნამდვილი მასწავლებელი? - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

წაიკითხეთ სრულად