Baby Bag

,,ბოლო დროს ბედნიერების კოეფიციენტია მომატებული სამშობლოში, ატყობთ?''

,,ბოლო დროს ბედნიერების კოეფიციენტია მომატებული სამშობლოში, ატყობთ?''

აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ გამოაქვეყნა

ბოლო დროს ბედნიერების კოეფიციენტია მომატებული სამშობლოში, ატყობთ? ბანკს გაძარცვავენ, - ყველა ბედნიერია, არჩევნების შემდეგ - ყველა ბედნიერია. ასე რა, შეგვძლებია თურმე საყოველთაო კმაყოფილება

„თუ გინდათ, თქვენი შვილი აზროვნებდეს თავისუფლად, იყოს ძლიერი და ინდივიდუალური, არასდროს და...
​„მთავარია, მშობელი მოძალადე არ იყოს შვილის მიმართ. ძალადობაში არც კი განვიხილავ ფიზიკურ აგრესიას, იმდენად კამათის გარეშე დაუშვებელია, მხოლოდ ფსიქოლოგიურ ველს ვგულისხმობ. თუნდაც მშობლის აუსრულებელი ოც...
„ზოგჯერ ბებიებს ეშინიათ, რომ მშობლები ბავშვის აღზრდას თავს ვერ გაართმევენ, თუმცა მშობელი...
​ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბავშვის ცხოვრებაში ბებიებისა და ბაბუების როლზე საუბრობს:„ბებიისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა ის, რომ მისი მოვალეობა არ არის დისციპლინა. თუ მშობლები არ არიან ადგილზე და ბებოს...
,,უფროსი ადამიანის დასწრების და მეთვალყურეობის გარეშე 21 წლამდე ადამიანების შეკრებას ავკრძ...
,,უფროსი ადამიანის დასწრების და მეთვალყურეობის გარეშე 21 წლამდე ადამიანების შეკრებას ავკრძალავდი, დიდი გოგო რომ ვიყო. ასევე, ალკოჰოლის და თამბაქოს მიყიდვას 21 წლამდე.ბევრი წლის წინ, დოლიძის ქუჩაზე, 7...
„ბავშვებო, ხვდებით ხომ, რატომ არ უნდა აგვიშალოთ ნერვები და რა შემწყნარებლური უნდა იყოთ მშო...
​ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს და მისი თაობის ბავშვების მთავარი გასართობის, შამანობის შესახებ საუბრობს. ნათია ფანჯიკიძის თქმით, სულების გამოძახება მის თანატოლებში...
„ამქვეყნად ყველანაირი დაავადება სიყვარულის ნაკლებობის გამო ჩნდება და ყველანაირ დაავადებას...
​​ნათია ფანჯიკიძე გადაცემაში „რა დროს ძილია“ სიყვარულის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია:„სიყვარული რთული საქმეა, შეიძლება თან გადაჰყვე და სძულდე ადამიანს...

შეიძლება დაინტერესდეთ

„​მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს“

„​მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს“

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს. პატივს მივაგებ იმათ, ვინც ოდესმე მაღალ ფიქრსა და ქცევას გამოხატავდა ან გამოხატავს.

ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ჩემთვის არის: სიყვარული, ღირსება, მსახურება და თავისუფლება. ოთხივე ერთად ჩემი რწმენის ურყევი საფუძველია.

არასდროს ვიღლები ცხოვრებით, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც სიამოვნებას მანიჭებს: ვკითხულობ, ვწერ, ვასწავლი ან ვცდილობ ადამიანის მიმართ სიყვარული და ზრუნვა გამოვხატო. ეს ბოლო ჩემი საყვარელი საქმიანობაა - ძალიან მიხარია, როდესაც ის იღიმება, ვინც მიყვარს.

დრო მთლიანია. სხვაგვარად ის არ არსებობს. სამყაროს დაბადების პირველი წამიდან ბოლო წამამდე ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და გამოხატავს. არავინ და არაფერია უერთმანეთო აზრით სავსე.

მთავარი, რაც ბავშვებს (და „დაგვიანებულ“ დიდებსაც) უნდა ვასწავლოთ, სწორედ ეს არის - მისი გაცნობიერების გარეშე კაცის მთავარი პასუხისმგებლობა ვერ დაიბადება. ეს ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობაა.

სიბრძნე მარტივია და „სირთულეები“ არ სჭირდება.

ასწავლე, რომ ისწავლო.

ასწავლე, რომ სცადოს, სამყარო უკეთესი გახადოს.

ასწავლე, რომ ყოველდღე განვითარდეს.

ასწავლე, რომ უყვარდეს და სულ გრძნობდეს პასუხისმგებლობას.

ასწავლე, რომ არ არის საკმარისი, აღიაროს სიკეთე და პატივი მიაგოს მას - უნდა დაიცვას კიდეც.

ასწავლე, რომ საზრისის გარეშე სიცოცხლე არაფერია და ვერ გარდაიქმნება ცხოვრებად.

ასწავლე, რომ ზნეობას პაუზა და გამონაკლისები არ უხდება.

დღეს 2021 წლის 9 ივლისია და რაც აქ წერია, ყველაფერი მართალია.“

წაიკითხეთ სრულად