Baby Bag

,,როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ, მთავარია, - ეწყინება და მალე გავა და რა გამოდის? - შემოკლებული სასიცოცხლო დრო. ნუ ააჩქარებთ. იყოს''

,,როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ, მთავარია, - ეწყინება და მალე გავა და რა გამოდის? - შემოკლებული სასიცოცხლო დრო. ნუ ააჩქარებთ. იყოს''
,,სეზონური დეპრესიისკენ მიდრეკილებს ჭეშმარიტად გეტყვით კაირამეს: ადრიდან მორთეთ ბრჭყვიალა ნივთებით სახლი და ფერადი ყვავილები უხვად გქონდეთ ფანჯრის რაფებზე, ყველა სხვა ფერი ნაცრისფერ ცაზე უპირველესად რომ დაინახონ თქვენმა მშვენიერმა თვალებმა. ხოდა ბევრნაირი ჩაი და მურაბები მოიმარაგეთ სარიტუალოდ და საბანივით პალტო ამჯობინეთ ლამაზ პალტოებს გარეთ გასასვლელად. აიისეთი, თქვენი სითბო რომ თქვენვე მოგხმარდეთ მის ქვეშ და მაქსიმალური ავტონომიით დატკბეთ გარესამყაროსგან. არაფერია უფრო ტკბილი, ვიდრე სიცივეში და სისველეში სეირნობა თბილი პალტოთი. ვისაც არა აქვს თბილი რამეები, მათთვის ჩავაბაროთ ჩვენი ზედმეტი პალტოები და ჯემპრები, რომ გათბეს სხვაც ყველა. უფრო მეტად ცხიმიანი საკვები ეხმარება ენდორფინების აჟრიამულებას ამ ამინდებში, ვიდრე ჩვეულებრივ მოვიხმართ და ვისაც სეზონური დეპრესია არ გემუქრებათ, თქვენთვის გლინტვეინის, ბუხრის (რადიატორის გინაც) და სიყვარულის სეზონის დადგომა მომილოცავს, მოგეცეთ ლხენა, რა გენაღვლებათ. ხოდა კიდევ, იუთუბზე ჩართეთ 15 წუთიანი ვარჯიშების გაკვეთილი, სასარგებლოა დიდად და მანდაც გასწავლით თავის დაზოგვას, - გადახვევით 5 წუთში ვამთავრებ მე და მთელი კვირა მყოფნის კმაყოფილებისთვის. თქვენი დოზა თავად განსაზღვრეთ. როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ, მთავარია, - ეწყინება და მალე გავა და რა გამოდის? - შემოკლებული სასიცოცხლო დრო. ნუ ააჩქარებთ. იყოს.''

ავტორი: ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა. მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს''

,,ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა. მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს''
,,რას ვფიქრობ და ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიულ მომენტს ჩემი თვალით ვხედავ და ყველა გრძნობით ვგრძნობ. აუცილებლად უნდა მეცოცხლა ამ დღემდე, რომ მათთვის, ვისაც ამ დღის სჯეროდა და შეაკვდა მაშინ, როცა მხოლოდ უმდიდრესი ფანტაზია მხოლოდ ყველაზე გიჟებს წარმოადგენინებდა გამარჯვების მცირე დაშვებასაც კი, ან კიდევ უფრო - ვერც წარმოედგინა და მაინც კვდებოდა თავისუფლებისთვის, თავის ქვეყნისთვის, თავის და სხვისი შვილების მომავლისთვის, ამეძახა ზევით, ანათებთ ხომ ვარსკვლავებად, ხომ ხარობს თქვენი სულები, სადაც ხართ, მეგობრებო, უბნელებო, ბავშვობის შეყვარებულებო, ცხრა აპრილის გიჟებო, მამია, ჟიული, გურამ და ყველა თქვენც, ვინც ომში გადარჩით, მაგრამ მერე წახვედით და ეს ოცნება თან გაიყოლეთ. და თქვენ, ვეტერანებო, ცოცხლებო, ვისაც მახინჯი პატარა კადიროვუშკები ნიშანს გიგებდნენ, უაზროდ იბრძოდითო, ახლა ხომ გრძნობთ თქვენს სიდიადეს?

წინ კიდევ გრძელი და რთული გზაა, მაგრამ ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა. მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს.'' 

ავტორი: ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე 
წაიკითხეთ სრულად