Baby Bag

„იცი, როდის ვიქნები ბედნიერი? როცა ამას შეძლებს ჩემი ერი“ - ლევან რატიანის ემოციური პოსტი

„იცი, როდის ვიქნები ბედნიერი? როცა ამას შეძლებს ჩემი ერი“ - ლევან რატიანის ემოციური პოსტი

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში წერს.


რით ვერ დაინახე! მიდი, აკეთე სიკეთე რა.....
რით ვერ აღიქვი! რით ვერ გაერკვიე! რით ვერ შეიგრძენი! ეს ის დროა, როცა შენი მე უნდა დაივიწყო და გადახვიდე ღმერთის სიყვარულში. რით ვერ უნდა მიხვდე, მე მაქვს და მას არ აქვს და მე მივცემ და მასაც ექნება, ეს გრძნობა რომ გაგიჩდეს და დანერგო. რით ვერ მიხვდი, რომ არ არის დრო სიძულვილის. ეს ის გრძნობაა, რაც ორივეს მოკვლას ახლა. რით ვერ მიხვდი, მე შენგან სიყვარული მინდა, მხოლოდ ეს გადაგვარჩენს. რით ვერ მიხვდი, მე შენგან მოვლა და ზრუნა მინდა. რით ვერ მიხვდი, თვალზე ცრემლი მადგას და ეს შენი ბრალია, ეს ცრემლი, რომ გამიქრო. რით ვერ მიხვდი, ბედნიერება მინდა, ამისთვის ცოტა რამაა საჭირო ჩემთვის. რით ვერ მიხვდი, სიხარული მინდა, ამისთვის შენგან ზრუნვა მჭირდება, რით ვერ მიხვდი შველა მინდა და უნდა მიშველო!
რით ვერ მიხვდი, დარდი უნდა დამავიწყო! 
იცი, როდის ვიქნები ბედნიერი? როცა ამას შეძლებს ჩემი ერი. უნდა  შევძლოთ, ერთმანეთი რომ გადავარჩინოთ! სხვა გაზა არ გვაქვს, ჩვენ ყველა ერთი ვართ და უნდა გადავრჩეთ უკლებლივ ყველა! მიდი, აკეთე სიკეთე რა...

რატომ ბერდებიან ადამიანები? - გოდერძი ჩოხელის გენიალური პასუხი
„ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია,...
„გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ...
„გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი,“ - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება''

,,მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება''
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე.

აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად ჩაერთვებიან ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები.

ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შენარჩუნებული იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 350 428 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 335 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 951 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 35 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3333 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

წაიკითხეთ სრულად