პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ექიმი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს. იგი საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. გთავზობთ მის მიმართვას:
„საოცარია დღეს ცხოვრება, მას ბევრი მიზეზი განაპირობებს. ერთი რამ კი ცნობილია და დადგენილია: პანდემია უნდა იმართოს მაკრორგანიზის, მიკრორგანიზმის, გარემო და სოციალურ ფაქტორთა სიმბიოზით და არა ქაოსით.
წარმოგიდგენიათ, ქაოსი ცუდი ფაქტია ამ სიტუაციაში და თქვენ ქაოსის ძალას აძლიერებთ! ჩვენი მიზანია, ბრძოლის მოგება ამ უთანასწორო ბრძოლაში... საოცარია ის ფაქტი, რომ მიზნის მიღწევისათვის ერთ ვექტორზე უნდა ვიდგეთ ყველა, რომ გადავრჩეთ და გადავარჩინოთ! საოცარია შეცდომას შეცდომაზე რომ უშვებთ ქაოსის გამო! ამით ყველა ერთად ვზარალდებით და ვტკენთ საოცრად ერთმანეთს.
ხომ შეიძლება გავერთიანდეთ ერთი მიზნისთვის, რასაც სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია?!
ეი, შენ მოუსმინე! ეი, შენ გაიგე, გაიგე! ეს მავნებელია, რაც ხდება! ეი, გაიგე მე სიცოცხლე მინდა! და ამისთვის გავერთიანდეთ ერი და ბერი... არ მინდა ამდენი ტკივილი, ვერ გავუძლებთ ვერცერთი, გამოვიფიტებით და დავიხოცებით, გაიგე!
გაიგე, მე სიცოცხლე მშვიდ გარემოში მინდა! გაიგე, შენზე მეტად მინდა სიცოცხლე და დამაცადე, რა. მიდი, დაიხარე და გაიგე შენ არ იცი, მან იცის მოუსმინე და ერთად გააკეთე საქმე, რაც გადაგვარჩენს ყველას. არ გვინდა ქაოსი! მიდი, აკეთე საქმე, რა, რომ გადავრჩეთ! ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ უნდა გადავრჩეთ და ამისათვის შენ ყველაფერი უნდა გააკეთო!“ - წერს ლევან რატიანი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)