Baby Bag

„აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“ - 12 ლიტერატურული ფრაზა, რომლებიც არაფრით კარგავს აქტუალურობას საქართველოში

„აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“ - 12 ლიტერატურული ფრაზა, რომლებიც არაფრით კარგავს აქტუალურობას საქართველოში

​ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს 12 ლიტერატურული ფრაზას, რომლებიც არაფრით კარგავს აქტუალურობას საქართველოში. გთავაზობთ მის პოსტს:

„12 ლიტერატურული ფრაზა, რომლებიც არაფრით კარგავს აქტუალურობას საქართველოში - გახსენების კვალდაკვალ:

​1. „ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი ენა-მჭევრი.“ (დავით გურამიშვილის „დავითიანი“)

​2. „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია.“ (ილია ჭავჭავაძის „ჩემო კარგო ქვეყანავ“)

​3. „მღუპავ, მამა?!“ (დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“)

​4. „კაცი უნდა ეყოს ხელფასს და არა ხელფასი - კაცს.“ (ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“)

​5. „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ.“ (იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“)

​6. „იყიდება საქართველო.“ (ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურები“)

​7. „მე საერთოდ არ მმარხავთ?“ (რეზო ჭეიშვილის „მიწების განაწილება“)

​8. „საქმე ვქმენ საჭოჭმანები.“ (შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“)

​9. „მე ვიყივლებ, შენ იყეფე და სოფელიც აშენდებაო.“ (სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“)

​10. „სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“ (აკაკი წერეთლის „გამზრდელი“)

​11. „ჩვენ ვიტყვით: კაცნი ჩვენა ვართ, მარტოდ ჩვენ გვზდიან დედანი...“ (ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“)

​12. „აგრე ვიცის ჯაყომა!" (მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“)

​თვითშემეცნება გრძელდება - ყველა თქვენგანს ვთავაზობ, შეავსოს ეს ჩამონათვალი.

​თავს ნუ დავიმცირებთ, მაგრამ სულ გვახსოვდეს, რა გვიშლის ხელს, „დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის,“ - წერს გია მურღულია.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წ​ყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვების გარეშე სკოლა ოქროდაკარგული დუმილია“ - გია მურღულია

„ბავშვების გარეშე სკოლა ოქროდაკარგული დუმილია“ -  გია მურღულია

ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

წაიკითხეთ სრულად