Baby Bag

„შეხედეთ, როგორ უვლიან თავის ასაკიან მოქალაქეებს! ჰუმანურობა განსაზღვრავს საზოგადოებას,“ - გიორგი ფხაკაძე

„შეხედეთ, როგორ უვლიან თავის ასაკიან მოქალაქეებს!  ჰუმანურობა განსაზღვრავს საზოგადოებას,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საფრანგეთში მოხუცთა სახლში ასაკოვანი ადამიანებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ზრუნვისა და ყურადღების შესახებ საუბრობს:

„როგორ შეიძლება, შეაფასო საზოგადოება?!

შეხედეთ, როგორ უვლიან თავის ასაკიან მოქალაქეებს!

ამჟამად ვარ პარიზის გარეუბანში სახელმწიფო მოხუცთა სახლში… სისუფთავე, კომფორტი, სასწაული გარემო, სასიამოვნო სურნელი და, რა თქმა უნდა, სადილი ისეთი დონის, როგორც ნებისმიერ ფრანგულ რესტორანში (სურათში ნახეთ დესერტი). სიყვარული იგრძნობა ყველა დეტალში … ამჟამად ვსადილობთ მეგობრებთან ერთად …

მე მინდა ისეთი საქართველო, სადაც ყველა არის დაცული, მოვლილი და არავინ არის დარჩენილი „ნავის გარეთ”!

ჰუმანურობა განსაზღვრავს საზოგადოებას…

ისე ყველა თანამშრომელი, მომწოდებელი, მაცხოვრებელი და ყველა სტუმარი არის აცრილი - 100% …. დიახ, უსაფრთხოება არის უმთავრესი და ცხოვრება მიდის წინ…“ - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად