Baby Bag

ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინეს

ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინეს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა. ტენდერის გზით სათამაშო ინვენტარის შეძენა თბილისში პირველად განხორციელდა, რადგან ჩვეულებრივ, საბავშვო ბაღები სათამაშოებს თავად ანახლებენ.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად N73 და ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულაში" იმყოფებოდა. კახაბერ გვანცელაძემ შეძენილი სათამაშოები აღსაზრდელებთან ერთად დაათვალიერა.

„სათამაშოების შესყიდვისას გავითვალისწინეთ არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები. მნიშვნელოვანია, რომ შეძენილი ინვენტარი აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალით არის დამზადებული,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, უახლოს მომავალში საბავშვო ბაღებში ხის მასალისგან დამზადებული სათამაშოების შეტანაც დაიწყება

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ვიღებდი სიცხის დამწევებს, ვიტამინებს - D, C, ასევე თუთიას, ყელის ტკივილის ტაბლეტებს, ბევრ სითხეს და ვცდილობდი, მემოძრავა''

,,ვიღებდი სიცხის დამწევებს, ვიტამინებს - D, C, ასევე თუთიას, ყელის ტკივილის ტაბლეტებს, ბევრ სითხეს და ვცდილობდი, მემოძრავა''

,,ვიღებდი სიცხის დამწევებს, ვიტამინებს - D, C, ასევე თუთიას, ყელის ტკივილის ტაბლეტებს, ბევრ სითხეს და ვცდილობდი, მემოძრავა'' - ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდ ინფექციის დროს მისი მკურნალობის შესახებ საუბრობს. 

როგორც მან აღნიშნა, დამძიმების შემდეგ მიიღო მედიკამენტი რემდესივირი, რომლის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: ​პირველი ხაზი


წაიკითხეთ სრულად