Baby Bag

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები ორშაბათიდან დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები ორშაბათიდან დაიწყება

კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით არდადეგები გამოცხადდა, - ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს გადაწყდა, რომ საჯარო სკოლებში ​საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. სკოლებსა და ბაღებში პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსზე მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება

კორონავირუსზე მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება

,,კორონავირუსზე ​შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება'' - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმაც მუშავდება და მალე განხორციელებაც დაიწყება:

„ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება ქუთაისის N32 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით. ამიტომ, რადგან სწავლის დაწყებისთვის ემზადება ქვეყანა, რეკომენდირებულია ყველა მასწავლებელი, ვინც ამ პერიოდში ბოლო 2-3 კვირა ისვენებდა ან მოგზაურობდა ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში, პირველ რიგში, აჭარაში და ლეჩხუმში, აუცილებელია დაიცვან პრევენციული ღონისძიებები, არ გამოცხადდნენ 2 კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და იყვნენ თვითიზოლაციაში. ასევე, პირველივე სიმპტომზე დაუკავშირდნენ 112-ს. იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება. ამის გეგმაც მუშავდება და დაიწყება განხორციელება,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად